რეფორმერი ტრადიციულთან ერთად ელექტრონული არჩევნების მოდელის დანერგვას ითხოვს
პოლიტიკური პარტია რეფორმერი გამოდის ინიციატივით, ტრადიციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად დაინერგოს ელექტრონული არჩევნების მოდელი, რომელიც, მათი თქმით, არ იძლევა არჩევნების გაყალბების საშუალებას.
პარტიის თავმჯდომარის, თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, არჩევნების ელექტრონული სისტემა ტექნიკურად უფრო მოსახერხებელია ამომრჩევლისთვის.
ჯანაშვილი ამბობს, რომ ყველა არჩევნების დროს ჩვენი მოქალაქეები დგებიან ერთი და იგივე პრობლემის წინაშე - მათ უწევთ საარჩევნო უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილებიდან მოშორებით. მისი თქმით, ეს არის პრობლემა სტუდენტებისთვისაც, რომლებიც უნდა ჩავიდნენ რეგიონებში, რაც მათთვის დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან.
როგორც პარტიაში აცხადებენ, იგივე სირთულეები არსებობს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და მათ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ საარჩევნო უბნებზე მისასვლელად და ხმის მისაცემად.
"ელექტრონული არჩევნების ამ მოდელს ევროპულ ქვეყნებში დიდი პრაქტიკა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესტონური მოდელი, რომელიც წლების წინ დაინერგა და ეფექტურად მუშაობს. ელექტრონული არჩევნების სისტემა, იმის გარდა, რომ იცავს ამომრჩევლის ხმას გაყალბებისგან, არჩევნებს ხელმისაწვდომს გახდის უფრო მეტი ამომრჩევლისთვის და უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას მოიტანს ამ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამ ინიციატივის განსახორციელებლად საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და რა თქმა უნდა, ხელისუფლების ნება.
როგორც ვიცით, ამ სისტემის დანერგვაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დააჩქაროს ეს პროცესი" — აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები