ივანიშვილიზმი არა მხოლოდ ახლა უნდა ამოიძირკვოს, არამედ აღარ უნდა განმეორდეს — ახვლედიანი
ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ის მდგომარეობა რომელიც ქვეყანაშია - გაუცხოება, კორუფცია, ბიუროკრატების ერთადერთი სურვილი გაისქელონ ჯიბეები, უნდა დასრულდეს და ამას სჭირდება რადიკალური, ფუნდამენტალური, გარდამტეხი ცვლილებები.
ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ის ევროპულ საქართველოს სწორედ იმ მიზეზით შეუერთდა, რომ ევროპულმა საქართველომ ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის დრამატული შეცდომები და იცის, რა არის სამართლიანობა და ჰუმანურობაზე ორიენტირებული მმართველობა.
"საქართველში წლებია ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ამ ხანძარს ლოკალურად კი ვერ ჩააქრობ, კი ვერ უშველი შეგონებებით და თეორიებით, არამედ უნდა ჩაერთო ამ ბრძოლაში. ბრძოლაში, რომელიც შედეგად მოიტანს იმას, რომ ივანიშვილიზმი არა უბრალოდ ახლა ამოიძირკვება ქართული პოლიტიკური რეალობიდან, არამედ აღარ განმეორდება, როგორც არ განმეორდება ოცნებამდელი წლების დრამატული სისტემური დანაშაულებები.
ჩემი დაკვირვებით, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნორმალური ქვეყანა, ყველა ხვდებოდეს, რომ ხელისუფლება მისგან გაუცხოებული კი აღარ იქნება, ხელისუფლება მარტო იმით კი არ იქნება დაკავებული, რომ კორუფციის ჭაობში ამყოფოს ქვეყანა და გაიმდიდროს, გაისქელოს ჯიბეები, დაამახინჯოს ბათუმი და ყველადერი იკადროს იმისათის, რომ თავად იყოს კარგად, კომფორტულად, ხალხი კი ამყოფოს მონობაში ... ეს რომ დასრულდეს, ამიტომ საჭიროა რადიკალური, ფუნდამენტალური ცვლილებები.
დღეს, ქართულ პოლიტიკურ პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე, თითზე ჩამოსათვლელია ის პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ მხრივ რეალური გარდაქმნების ლოკომოტივის როლი შეასრულოს. ევროპულმა საქართველომ მოახერხა ის, რომ ყველაზე უკეთ გაითავისა წარსულის შეცდომები, მათ შორის დრამატული შეცდომებიც. ეს არის გუნდი, ვისაც ყველაზე კარგად ესმის რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა და ყველაზე კარგად იცის, რომ დანაშუალებრივი შეცდომები შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შემოვიტანთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მთავარს, სამართლიან წესრიგს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებზე, ჰუმანურობაზე ორიენტირებულ მმართველობას. ეს შესაძლებელია არა სიტყვებით, თუნდაც ისეთით, როგორიც ახლა მე მოგმართეთ, არამედ მოქმედებით, უანგარო, თავგანწირული, პატიოსანი და პროფესიონალური ძალისხმევით ადამიანებისა, ვისაც შესწევს იმის უნარი, რომ თქვას და გააკეთოს." — განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კომენტარები