დომინიკ პარსელმა დაადასტურა, რომ Prison Break-ის მეექვსე სეზონს იღებენ
როგორც ჩანს, მალე ქართველი მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობი სერიალის Prison Break (გაქცევა) გაგრძელებას ვიხილავთ.
რამდენიმე საათის წინ ამ ცნობილი ამერიკული შოუს მსახიობმა დომინიკ პარსელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა, რომ სერიალის მეექვსე სეზონს გადაიღებენ.
პარსელი, რომელიც სერიალში გაქცევა ერთ-ერთ მთავარ გმირს — ლინკოლნ ბაროუზს ასახიერებს, ინსტაგრამზე იუმორით მასთან დაკავშირებულ ჭორებს გასცა პასუხი:
"ჭორი N1: მოხუცი ვარ. დიახ, 50 წლის ვარ... ჭორი N2: მელოტი ვარ. არა, თავზე თმა სრულად მაქვს, უბრალოდ ხანდახან გადაპარსვა მიწევს. ჭორი N3: გაქცევის მეექვსე სეზონი გამოვა. ეს მართალია...", — ვკითხულობთ პოსტში.
ამ ფაქტმა ერთგული გულშემატკივრები იმდენად გაახარა, რომ მის ამ პოსტს უკვე ასი ათასზე მეტი მოწონება აქვს ინსტაგრამზე.
ჯერჯერობით სერიალის მწარმოებელ კომპანია Fox-ს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსახიობი სერიალის გაგრძელებასთან დაკავშირებით საჯაროდ წერს: გასულ თვეში პარსელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ამ წლის ოქტომბერში დაიწყებოდა მეექვსე სეზონის გადაღებები. მანამდე კი, ამ წლის დასაწყისში, ერთ-ერთ ფანთან საუბრისას აღნიშნა, რომ შოუს შემდეგ სეზონზე მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა.
ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენი საყვარელი გმირები ისევ ხათაბალაში გაეხვნენ?
ამას, ალბათ, მალე გავიგებთ.
გაქცევის პრემიერა 2005 წელს შედგა და მალევე მილიონობით მაყურებლის გული მოიგო მთელ მსოფლიოში. სერიალი მეოთხე სეზონით 2009 წელს დასრულდა, თუმცა 8 წლის შემდეგ ახალი, მეხუთე სეზონიც გადაიღეს და როგორც ჩანს, წინ ჯერ კიდევ გველოდება ამ დაძაბული კრიმინალური ისტორიის გაგრძელება.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები