კაკასუს ონლაინი არ ცვლის იურისდიქციას და შავი ზღვის კაბელის სტატუსს — რევაზ კოპალაძე
კავკასუს ონლაინი საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის დირექტორი, რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა კომპანიის საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორები შეაშინა.
"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 20 აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე კომპანიას კიდევ ერთხელ 270 000 ლარის გადახდა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლის მიხედვითაც კავკასუს ონლაინის წილის 49%-ის მფლობელი ნექსოლ ჰოლდინგი გახდა. კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუ ერთი თვის ვადაში მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად უკვე სხვა სახის სანქციას განიხილავენ. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა ახალი სანქცია კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა", — აცხადებენ კომპანიაში.
ამავე თემაზე კომპანიის დირექტორმა, რევაზ კოპაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა:
"კავკასუს ონლაინი არ არის მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის კომპანია. საერთაშორისო კომპანიაა იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონშიც, სამხრეთ კავკასიაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც აწვდის ინტერნეტს იმ კომპანიებს, რომლებიც თავის მხრივ ათეულობით მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფენ ინტერნეტით საცალო ბაზარზე.
რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესპარტნიორები არიან ძალიან შეშინებულები ამ ვითარებით, რაც დღეს კავკასუს ონლაინის გარშემოა შექმნილი და ეძებენ ინტერნეტის ყიდვის ალტერნატივებს. ეს ყველაფერი კომპანიის საქმიანობაზე და ქართულ ინტერნეტბაზარზე უარყოფითად აისახება.
მთლიანობაში რომ ავიღოთ, ამ პროექტის, როგორც ციფრული ჰაბის შექმნის, ასევე ნექსოლ ჰოლდინგის გეოგრაფიული არეალის გაფართოების კონკურენტი არის სახელმწიფო. ზოგადად, კერძო ბიზნესის კონკურენტი გახდა სახელმწიფო. სხვა კონკურენტი ამ პროექტს არ ჰყავს.
ახლა თქვენთვის მომინდვია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად კარგი ბიზნესმენია სახელმწიფო, ან რა ფინანსური რესურსები აქვს დღეს ჩვენს სახელმწიფოს ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებისთვის?! ჩვენ ვფიქრობთ, სახელმწიფო მოწოდებული უნდა იყოს იმისკენ, რომ ასეთი პროექტები კერძო ინვესტიციებით განახორციელოს. მინდა გითხრათ, რომ კავკასუს ონლაინის აქციების გაყიდვა არ ცვლის არც ამ კომპანიის იურისდიქციას და არც შავი ზღვის კაბელის სტატუსს. ეს კომპანია ყოველთვის დარჩება საქართველოს კანონმდებლობის იურისდიქციის ქვეშ".
კავკასუს ონლაინის განცხადებით, კომპანია NEQSOL ჰოლდინგმა 2019 წელს მათი 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.
"სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც კავკასუსისთვის მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუსკვოს აღდგენა მოითხოვა. კომისიამ კავკასუს ონლაინი რამდენჯერმე უკვე დააჯარიმა, მათ შორის უმაღლესი სანქციით, 270 000 ლარით", — აცხადებენ კავკასუს ონლაინში.
კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები