დროული გამოვლენა და დროული მკურნალობა — ჩიხლაძე ვირუსთან გამკლავების მექანიზმებზე
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე საქართველოში კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს ეხმაურება მოქმედ მთავრობას კრიზისიდან დაღწევისა და ვირუსთან გამკლავების ორ მნიშვნელოვან მექანიზმს სთავაზობს — დროული გამოვლენა და დროული მკურნალობა.
"სამწუხაროდ, კორონა ვირუსით ინფიცირებულთა ციფრები კვლავინდებურად მზარდია და დღეს უკვე 220-ზე მეტი შემთხვევა დაიფქსირდა. ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის და ჩამოშლის წინაშე დგას. ორი მნშვნელოვანია მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ კორონა ვირუსის ინფექციას, ეს არის დიაგნოსტიკა — დროული გამოვლენა და დროული მკურნალობა. სისტემას ორი მიმართულებით ძალიან სერიოზული ჩავარდნები აქვს.
ჩვენ ვხედავთ ტესტირებასთან დაკავშირებით შექმნილ ქაოსს. ტესტირების მექანიზმი სრულიად აუწყობელია — ადამიანებს 3-4 დღე ვერ აძლევენ სათანადო პასუხს და არ ხდება ინფორმაციის დროული მიწოდება; მენეჯმენტი არის სრულიად დაულაგებელი, აუწყობელია ალგორითმი და გაუმართავია მექანიზმი, რაზეც ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი და გიორგი ვაშაძე ჯერ კიდევ მარტიდან მოყოლებული ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, მარტში ვსაუბრობდით არსებულ და მოსალოდნელ პრობლემებზე, რაც გველოდა სექტემბერში. მნიშნელოვანი და საეჭვოა ისიც, რომ მზარდ ციფრებთან ერთად ტესტირების მაჩვენებლები მცირდება, ნაცლად მისა, რომ გაიზარდოს. ეს კიდევ ერთხელ მიუნიშნებს არასწორ მენეჯმენტსა და ცუდად აწყობილ მექანიზმზე",— აცხადებს ჩიხლაძე.
მისი განმარტებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გააქტიურდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი.
"თვის დასაწყისში ჩვენ მოვისმინეთ, რომ 120 000 ტესტი იყო მარაგში და თუ გადავთვლით, ფაქტიურად, ეს მარაგი უკვე ამოწურულია და დამატებით ველოდებოდით 500 000 ტესტის შემოსვლას, რომელიც რასაკვირველია საკმარისი არ იქნება, თუნდაც ერთი თვის მარაგის შესავსებად. ძალიან მნიშვნელოვანია ის კატასტროფული ჩავარდნა, რომელიც უკავშირდება პაციენტების მოვლას, ჰოსპიტალში განთავსებას და საერთოდ ადგილების არსებობას, რადგან მხოლოდ რამდენიმე ასეული ადგილია მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ კორონა ვირუსით ინფიცირებული ადამიანები მივიღოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ 200-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს უკვე ქვეყანაში ყოველდღიურად გამოდის, რომ სამ დღეში საერთოდ ადგილებიც აღარ იქნება, რისი ნიშნებიც ცალკეულ რეგიონებსადა საავადმყოფოებში უკვე გვაქვს.
ამიტომ ჩვენი მეორე მოთხოვნა და ინიციატივა რითაც სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი გამოვდივართ ეს არის, რომ სასწრაფოდ გააქტიურდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და მსუბუქი, ე.წ.უსიმპტომო პაციენტების მოვლა, მკურნალობა და მართვა დაიწყოს ბინის პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად გადაივსება საავადმყოფოები და მათ შორის უკვე მძიმე პაციენტების მიღების და მკურნალობის შესაძლებლობას შეექმნება სერიოზული საფრთხე. სულ მალე ქვეყანა კოლაფსის წინაშე დადგება, თუ არ მოხდა ტესტების მარაგების შევსება დროულად და ოჯახის ექიმის რგოლის გააქტიურება, რომლისთვისაც სახელმწიფოს 6-7 თვე ჰქონდა და არაფერი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვაინებულია, სასწრაფოდ, ახლა მაინც შესაძებლობების ფარგლებში მოხდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ამოქმედება", — სერგო ჩიხლაძე.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები