კორონავირუსიდან დემოკრატიის გამოცდამდე — ამერიკის ყოფილი ელჩების სტატია საქართველოზე
სხვადასხვა დროს საქართველოში ამერიკის ელჩებმა, ჯონ ტეფტმა, უილიამ კორტნმა და კენეტ იალოვიცმა ამერიკულ ჟურნალ National Interest-ში სტატია გამოაქვეყნეს, სადაც, წერენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები პოზიტიურია, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ქართველი ხალხის ნების წარმოსაჩენად საარჩევნო კოდექსის უკეთ რეფორმა იყო შესაძლებელი. ყოფილი ელჩების განცხადებით, საქართველომ კორონავირუსის მართვას წარმატებით გაართვა თავი, მაგრამ ახლა 31 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად გამოცდა უნდა ჩააბაროს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ძალადობების, დაშინებებისა და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მუქარის ფონზე ჩაიარა. ელჩები, აგრეთვე, 2019 წლის ივნისში თბილისში პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დროს ათასობით აქციის მონაწილის წინააღმდეგ, გაფრთხილების გარეშე, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს იხსენებენ.
ყოფილი ელჩები საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზე აცხადებენ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა რადიო და ტელემაუწყებლების კონტროლის საფრთხეს ქმნის.
ტვიფტი, იალოვიცი და კორტნი Covid-19-თან ბრძოლის საქმეში საქართველოს მთავრობას პოზიტიურად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური კუთხით სიტუაცია ნაკლებად პოზიტიურია.
"როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი იყო, ქვეყნის მშპ 5,5%-ით შემცირდა. უმუშევრობა კვლავ ქვეყნის აქილევსის ქუსლად რჩება, ხოლო სიღარიბე კვლავ მაღალია, განსაკუთრებით სოფლებში", — აცხადებენ ისინი.
ყოფილი ელჩები მეტი უცხოური ინვესტიციების აუცილებლობას უსვამენ ხაზს. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის კეთების საქმეში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას მიაღწია, უცხოური ინვესტიციებისთვის არახელსაყრელ გარემოა და ამის მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ჩაგდება მოჰყავთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები