10 ახალი წიგნი პატარა მკითხველებისთვის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 25-27 სექტემბერს ონლაინ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომცემლები და მკითხველები ვერც ამჯერად შევხვდებით ერთმანეთს ექსპო ჯორჯიას პავილიონებში. ტრადიციული ფესტივალის დღეებში სულაკაურის გამომცემლობის სტენდს ხშირად სტუმრობენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. სწორედ მათთვის ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ იმ სიახლეებს, რომლებიც სტენდის ნაცვლად გამომცემლობის ვებგვერდზე (sulakauri.ge) დაგხვდებათ. ვებგვერდიდან შეძენის შემთხვევაში, 25 ლარის ზემოთ წიგნების მიწოდება უფასოა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
1. ატუსა და მატუსა — ლელა ცუცქირიძე
ყველაზე პატარა მკითხველებისთვის სერიაში "მოსწავლის ბიბლიოთეკა" სულაკაურის გამომცემლობას სასიამოვნო სიახლე აქვს. ლელა ცუცქირიძის ახალი წიგნი დიდ მხიარულებას ჰპირდება პატარებსაც და უფროსებსაც. წიგნი ცელქი ტყუპების, ატუსას და მატუსას, ამბავს მოგვითხრობს. მათთან ერთად ვერაფრით მოიწყენთ, რადგან გოგონებს გასართობი არასოდეს ელევათ. ტყუპებს შეუძლიათ ბებოს საწოლი მეკობრეების გემად აქციონ, ბალიშები — მფრინავ ხალიჩებად, ბაბუას ხელჯოხი — ცხენად, ხოლო კარადა — ციხესიმაგრედ; ასევე შეუძლიათ ბებია, ბაბუა და მათი მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ აიყოლიონ, ბაბუას დაბადების დღეზე კი, ტორტის ნაცვლად, პატარა ძამიკო კოკოტო მორთონ.
ასაკი: 6+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
2. პოლიანა - ელინორ პორტერი
ამერიკელი მწერლის, ელინორ პორტერის, კლასიკად აღიარებული წიგნი პირველად 1913 წელს გამოიცა და მისი მთავარი გმირი, პოლიანა, დღემდე რჩება ოპტიმიზმისა და სიკეთის სიმბოლოდ. თერთმეტი წლის ობოლ გოგონას იშვიათი უნარი აქვს – ყველაფერში, რაც ირგვლივ ხდება, რაღაც სასიხარულო დაინახოს; და, რაც მთავარია, შეუძლია სხვებსაც ასწავლოს, როგორ უხაროდეთ მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი ძალიან ცუდადაა. პოლიანამ მთელი ქალაქი ჩააბა "სიხარულობანას" თამაშში და ადამიანებს დიდი ხნის წინ დაკარგული სიხარულის განცდა დაუბრუნა. მაგრამ ერთხელ პოლიანას ცხოვრებაშიც დგება ნამდვილი განსაცდელი, როცა მან აღარ იცის, რა უნდა უხაროდეს. როგორ გაუმკლავდება გოგონა ამ განსაცდელს, ელინორ პორტერის უკვდავ წიგნში წაიკითხავთ.
მთარგმნელი: ანა აბულაშვილი
ასაკი: 9+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
3. საიდუმლო შვიდეული: შვიდეული დანაშაულის კვალდაკვალ (წიგნი 4) — ენიდ ბლაიტონი
ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერალია. სერია "საიდუმლო შვიდეული" განკუთვნილია 7-10 წლის ბავშვებისთვის და განუყრელი შვიდეულის დაუვიწყარ თავგადასავლებს მოგვითხრობს. საფესტივალოდ ამ სერიის მეოთხე წიგნი "შვიდეული დანაშაულის კვალდაკვალ" გამოიცემა. ამ წიგნის დასაწყისში შვიდეულის წევრები ისევ თავიანთ შტაბში იკრიბებიან. ბავშვებს საგამოძიებო საქმე თითქოს შემოელიათ და ფიქრობენ, შობამდე დასვენება გამოაცხადონ. პიტერის აზრით, ვეფხვის ბუნაგში დატრიალებული უცნაური ამბები გამოგონილი ჭორია, თუმცა ჯეკი ხვდება, რომ ამ ყველაფრის უკან შავბნელი საქმე იმალება. მიჰყევით შვიდეულს კვალდაკვალ და მათთან ერთად ამოხსენით კიდევ ერთი დანაშაული.
მთარგმნელი: მაია წითაძე
ასაკი: 7+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
4. ცნობილი ხუთეული: ხუთეული და პატარა მაწანწალა (წიგნი 9) — ენიდ ბლაიტონი
ენიდ ბლაიტონის ყველაზე პოპულარულ სერიას მეცხრე წიგნი შეემატა. სერიას უმეტესად 8-12 წლის ბავშვები კითხულობენ და რადგან ყოველი ახალი წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, გამომცემლობა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად გამოსცეს "ცნობილი ხუთეულის" მომდევნო თავგადასავლები. ამ წიგნში, ხუთეულის წევრები ისევ კირინის კოტეჯში იკრიბებიან. ბავშვები და ძაღლი დროს სასიამოვნოდ ატარებენ: დადიან ზღვაზე, აწყობენ პიკნიკებს და შინ მხიარულად ბრუნდებიან. ერთ დღესაც ისინი გაიცნობენ მაწანწალა ჯოს, რომელიც არ მოსწონთ, და ცდილობენ, ახლოს არ გაიკარონ. ჯოს გაცნობიდან მალევე ცნობილ ხუთეულს საშიში თავგადასავალი ატყდება თავს. გაინტერესებთ, როგორ გაუმკლავდება ხუთეული მორიგ ხიფათს ან რა შუაშია ჯო? "ცნობილი ხუთეულის" მეცხრე წიგნში მათ საოცარ ამბავს წაიკითხავთ.
მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
5. მელორი ტაუერსი: წიგნი მესამე — ენიდ ბლაიტონი
გოგონების სკოლა პანსიონში ახალი სეზონი გაიხსნა და პატარა მკითხველებს უკვე შეუძლიათ სერიის მესამე წიგნი შეიძინონ. დარელი და მისი მეგობრები მელორი ტაუერსში ბრუნდებიან. პანსიონს ახალი მოსწავლეებიც შეემატნენ: ზერელდა ამერიკელია, მისი მთავარი გატაცება კინოვარსკვლავების ცხოვრებაა და თავადაც მსახიობობაზე ოცნებობს; ვილჰელმინას ბილის ეძახიან, იგი ცხენოსნობითაა გატაცებული და დღედაღამ ცხენებზე ფიქრობს; მავის მშვენიერი ხმა აქვს და ოპერის მომღერლობას აპირებს. მელორი ტაუერსში მესამე წელი კლავ სავსეა მხიარულებითა და საკვირველი მოულოდნელობებით.
მთარგმნელი: მაია წითაძე
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
6. მე, კოსმო — ქარლი სოროსიაკი
სერია "საოცრებას" ახალი საოცარი წიგნი შეემატა. "მე, კოსმო" კეთილი, ოქროსფერი რეტრივერის თავგადასავალია, რომელსაც ძაღლი თავად გვიყვება. "მე კოსმო ვარ. სამხრეთ კაროლინაში დავიბადე. ლეკვობის დღეები კარგად აღარც მახსოვს. ბუნდოვნად ვხედავ მუყაოს ყუთებს, რომლებშიც ვცხოვრობდი. ის დღე კი კარგად მახსოვს, დედასა და მამას რომ შევხვდი". მას მერე 13 წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, ოქროსფერ რეტრივერს, სახელად კოსმოს, არ ავიწყდება მთავარი — ის უფროსი ძმაა და უმცროს ძმაზე ზრუნვა მისი მთავარი პასუხისმგებლობაა; მისი თავგანწირვა და უპირობო, ძაღლური სიყვარული გადამწყვეტია სწორედ ახლა, როცა ოჯახი დაშლის საფრთხის წინაშე დგას.
მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
7. ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა — ჯენი პირსონი
კიდევ ერთი კეთილი, იუმორით სავსე და, ამავე დროს, ცრემლის მომგვრელი წიგნი სერიაში "საოცრება." ფრედი იეიტსისა და მისი ორი მეგობრისთვის ზაფხულის არდადეგებს არცთუ ისე მხიარული პირი უჩანს: სამივე ბიჭს ოჯახში დატრიალებულ სხვადასხვაგვარ უსიამოვნებებთან მოუწევს გამკლავება. ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე გადაწყვეტენ ბენი და ჩარლი, ფრედის მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად გაჰყვნენ. თუმცა, მათი პატარა მოგზაურობა არც ისე პატარა აღმოჩნდება და ბიჭებს დაუჯერებელი, სუპერსასწაულებრივი ამბები გადახდებათ თავს.
მთარგმნელი: ლაშა გველესიანი
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
8. ტრეისი ბიკერი, ჩემი თავგადასავალი — ჟაკლინ უილსონი
ინგლისელი მწერალი ჟაკლინ უილსონი ერთ-ერთი ცნობილი თანამედროვე ავტორია, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ "ტრეისი ბიკერის" გამოქვეყნებით მოიპოვა. დღეისათვის დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად სწორედ ჟაკლინ უილსონის წიგნებს კითხულობენ. ტრეისი ბიკერი ათი წლის გოგონაა, რომელიც ბავშვთა თავშესაფარში მოხვდა. სირთულეების მიუხედავად, თავისი ცხოვრების ამბავს იგი ლაღად და ხალისით ჰყვება, რაშიც იუმორის შესანიშნავი გრძნობა ეხმარება. წიგნის მთავარი ხიბლი სწორედ ტრეისის მხიარული ხასიათი, მისი ოპტიმიზმი და შეუპოვრობაა, რისი მეშვეობითაც იგი ნებისმიერ ცხოვრებისეულ პრობლემას ხალისიან თავგადასავლად აქცევს. როგორც თავად ამბობს, ამ წიგნის წაკითხვისას დარწმუნდებით, რომ ერთ ჩვეულებრივ გოგოს შეიძლება დაუჯერებელი, გულისშემძვრელი ცხოვრება ჰქონდეს.
მთარგმნელი: მაია წითაძე
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
9. წრიპა ბიჭის დღიური: არდადეგები (წიგნი 12) — ჯეფ კინი
გაინტერესებთ, როგორ გაატარა არდადეგები ჰეფლების ოჯახმა? სერიის მეთორმეტე წიგნში გრეგ ჰეფლი მშობლებთან და ძმებთან ერთად ტროპიკებში მიემგზავრება, თუმცა მათ სასიამოვნო დასვენება კი არა, ნამდვილ ქაოსი ელით. არადა ცხელ ადგილას გამგზავრების მიზეზი შობის დღესასწაულზე სტრესის არიდება და არდადეგების უფრო სასიამოვნოდ გატარება იყო. გრეგი არცთუ უსიამოვნო სიტუაციებსაც რომ ძალიან სასაცილოდ ჰყვება, "წრიპა ბიჭის დღიურის" ერთგულმა მკითხველებმა მშვენივრად იციან, ჰოდა, არც მისი ახალი თავგადასავალი გაგიცრუებთ იმედებს.
მთარგმნელი: ლაშა გველესიანი
ასაკი: 8+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
10. დეტექტივი სკალდაგერი — დერეკ ლენდი
ირლანდიელი მწერლის, დერეკ ლენდის, ცნობილი სერია რომელიც ყველაზე უჩვეულო დეტექტივის ისტორიებს მოგვითხრობს, განსაკუთრებით პოპულარულია 10-16 წლის ბავშვებში. მისი ერთგული მკითხველები ყოველ ჯერზე მოუთმენლად ელიან სერიის გაგრძელებებს და მათ რიგებს ახლა უკვე ქართველი მკითხველებიც შეუერთდებიან. დერეკ ლენდის წიგნები გამოირჩევა დინამიური სიუჟეტით, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით, დაუვიწყარი დიალოგებით და დახვეწილი იუმორით. სერიის პირველი წიგნის შეძენას ფესტივალის ფარგლებში ფასდაკლებითაც შეძლებთ.
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
ასაკი: 10+
წიგნის შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ FALLFEST2020 და ისარგებლეთ საფესტივალო ფასდაკლებით 25-27 სექტემბრის ჩათვლით.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები