86 წლის ასაკში სოფი ლორენი კინოს უბრუნდება
11-წლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი იტალიელი მსახიობი, სოფი ლორენი, კინოს უბრუნდება. 86 წლის ხელოვანი Netflix-ის სატელევიზიო დრამაში, The Life Ahead (La vita davanti a sé), გამოჩნდება, რომლის რეჟისორიც მისი შვილი, ედუარდო პონტია. ფილმის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გავრცელდა.
ფილმში ლორენი მადამ როზას თამაშობს — ჰოლოკოსტს გადარჩენილ ებრაელ ქალს, რომელიც გარდაცვლილი სექსმუშაკის შვილებს აღზრდაში ეხმარება. მასთან ერთად იგი ერთხანს თავად მუშაობდა. მოგვიანებით მადამ როზა 12 წლის სენეგალელ ბიჭს, მომოს, დაუმეგობრდება, რომელმაც მისი სასანთლეების მოპარვა სცადა.
ფილმი რომენ გარის რომანის რიგით მეორე ადაპტაციაა. პირველი ეკრანიზაცია, რომლის სათაურიც მთავარი პერსონაჟის სახელია, 1977 წელს გამოჩნდა ეკრანებზე და მასში მთავარ როლს სიმონ სინიორე ასრულებს.
ოქტომბრის თვეში რომში დაგეგმილი პრემიერიდან ერთი თვის შემდეგ ფილმი Netflix-ზე გახდება ხელმისაწვდომი. Deadline-ის პროგნოზით, კინონამუშევარი პრესტიჟული ჯილდოების ნომინანტიც იქნება.
სოფი ლორენმა პირველი ოსკარი 1961 წელს მიიღო, ფილმისთვის ორი ქალი. ამერიკული კინოაკადემიის მეორე ჯილდო მსახიობმა 1991 წელს დაიმსახურა "დასამახსოვრებელი შესრულებით მდიდარი კარიერისთვის, რომელმაც ხელოვნების ჩვენეულ აღქმას მარადი ელვარება შესძინა".
86 წლის ლორენის თქმით, დიდი სიამოვნებით დასთანხმდა შეთავაზებას, ეთამაშა პერსონაჟი, რომელიც საკუთარ დედას აგონებს. ამ დრომდე ლორენმა პონტისთან ორჯერ ითანამშრომლა, მათგან ყველაზე ბოლო 2002 წლის ფილმს, უცხოთა შორის, უკავშირდება.
46 წლის ედუარდო პონტი ლორენის და კინორეჟისორ კარლო პონტის შვილია, რომელთანაც იტალიელი მსახიობი 1966 წლიდან 2007 წლამდე, პონტის სიკვდილამდე, იმყოფებოდა ქორწინებაში. Deadline-თან ინტერვიუში ედუარდო პონტიმ აღნიშნა, რომ დედამისი "გადარჩენილია... ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით".
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს როლი — რომელიც ლორენისგან მოითხოვს, დიდი ხნის განმავლობაში არ დაახამხამოს თვალი — მსახიობს შესაძლებლობას აძლევს, აქამდე გამოუმჟღავნებელი სამსახიობო ოსტატობა აჩვენოს.
"სოფი ლორენს არასდროს უთამაშია გონების დაკარგვა, როცა იგი ასეთ მენტალურ პარალიზებას იღებს".
ლორენმა ბოლო როლი 2010 წლის ფილმში, ჩემი სახლი სარკეებითაა სავსე, ითამაშა. მანამდე მან დენიელ-დეი ლუისის პერსონაჟის დედის როლი შეასრულა ფილმში ცხრა, რომელიც ფედერიკო ფელინის 1963 წელს გამოსული ნახევრად-ავტობიოგრაფიული კინონამუშევრის, 8½, მიხედვითაა გადაღებული. ეს უკანასკნელი ოსკარზე წარდგენილი ოთხი ნომინაციიდან ორის მფლობელი გახდა. ფელინიმ კი კინოაკადემიის მეხუთე ჯილდო, საპატიო ოსკარი, 1993 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები