რატომაა მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება 20 წლის ასაკის სენი
მიუხედავად იმისა, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დიდი წილი გაცილებით ადრეულ ტრავმებს უკავშირდება, ამ პრობლემებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ყველაზე ხშირად დაახლოებით 20 წლის ასაკიდან იჩენს თავს. ფაქტს ლოგიკური ახსნა აქვს, რომელსაც რამდენიმე ფაქტორი ერთად განაპირობებს. ეს ფაქტორები ერთდროულად ეხება გენეტიკას, ამ კონკრეტულ ასაკთან დაკავშირებულ ემოციურ კონტექსტსა და ცხოვრების სტილს. თითოეული ეს ფაქტორი კი შემდეგნაირად იშლება:
ბიოლოგიური კონტექსტი
ცნობილია რომ ადამიანის ტვინი გარდატეხის პერიოდში რიგ საკრალურ ცვლილებებს გადის. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ მენტალური ჯანმრთელობის ღრმა ბავშვობაში საფუძველჩაყრილი პრობლემები ხშირად შემდგომი ნეგატიური ცხოვრებისეული ძვრების დროს იჩენს ხოლმე თავს.
ამასთან, ხშირად გენეტიკური მოცემულობაც თამაშობს როლს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წარმოშობაში. სწორედ ამიტომაა დეპრესია და შიზოფრენია ცნობილი "გენებში ნაქონ" დაავადებებად, რის გამოც სპეციალისტები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ბავშვებზე, რომელთა მშობლებსაც მსგავსი დიაგნოზი აქვთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ტვინი ზრდას შუა 20-იან წლებამდე განაგრძნობს - ჰორმონები ქაოსშია, ტვინში მიმდინარე ცვლილებები აქტიურია. იმ გენების უმრავლესობა კი, რომლებიც მენტალური აშლილობების მიმართ მეტად მოწყვლადს გვხდიან, დაკავშირებულია დაავადებებთან, რომელთა გამოჩენაც სწორედ ამ ასაკს — 20-იან წლებს უკავშირდება. შედეგად, მსგავსი გენების მატარებელი ადამიანები სწორედ ამ ასაკში არიან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე აღმოჩენის დიდი რისკის ქვეშ.
ემოციური მხარე
ზემოთ გენეტიკაზე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა, საქმე იმაშია, რომ გენეტიკური წინაპირობები არ ნიშნავს უსათუოდ რაიმე დიაგნოზის თანდაყოლის გარანტიას. უმრავლეს შემთხვევაში მსგავსი პრობლემის გააქტიურებას წინ უძღვის ხოლმე რაიმე ფორმის ემოციური გარღვევა.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების უმრავლესობა ტვინში ქიმიური დისბალანსის შედეგია, რაც ნიშნავს, რომ რიგი ფსიქიკური დაავადებები რთული ცხოვრებისეული პერიოდების დროს გამომუშავებული სტრესის ჰორმონების "დამსახურებაა".
20-იანი წლები არის დრო, როდესაც გადავდივართ მარტო საცხოვრებლად ან მივდივართ სადმე სასწავლებლად, პირველად ვეჯახებით წინ უდიდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს, და ამ ყველაფერთან ერთად ვუმკლავდებით ზოგადად ზრდის, ბავშვობის დასრულების სევდას. თუ გავითვალისწინებთ რა სირთულეები მოჰყვება სრულწლოვანებისას გაჩენილ დამატებით პასუხისმგებლობებსა და ცვლილებებს, ბუნებრივია ამ პროცესს უმძიმესი სტრესი მოაქვს.
ამ ტრანსფორმაციების მასშტაბზე თუ დავფიქრდებით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რატომ იღებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების უმრავლესობა სათავეს სწორედ ადრეულ 20-იან წლებში.
არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, როგორც კუთხე
დაბოლოს, ერთი-ერთი ყველაზე ცხადი მიზეზისა იმისა, თუ რატომ იჩენს თავს მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება 20–იან წლებში, არის ის თუ როგორ ვუვლით ამ ასაკში საკუთარ სხეულსა და გონებას.
ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა თერაპიის გზით მოახდინოს ფსიქიკური პრობლემების პრევენცია, ამიტომ ისინი მიმდინარე ცვლილებებთან გამკლავების არაჯანსაღ მექანიზმს ირჩევენ. ამას გარდა, თერაპიაზე უარის თქმის მიზეზი ხშირად დახმარების სათხოვნელად ხელის გაწვდენასთან დაკავშირებული სტიგმაა.
შესაბამისად, რადგანაც ახალგაზრდების ნაწილმა არ იცის, როგორ ებრძოლოს სტრესს ჯანსაღად, ან ამის შესაძლებლობა არ აქვს, ხშირად ისინი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მიმართავენ, რამაც ცხადია, შესაძლოა უარესადაც იმოქმედოს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე გასაკვირი არაა რომ ხშირად მენტალური მდგომარეობის ნგრევა სწორედ ამ ასაკობრივ პერიოდს "ემთხვევა". თუმცა, მიზეზების ცოდნის პარალელურად, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მართვადი და დაძლევადია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები თქვენთვის საინტერესოა, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ Facebook ჯგუფში — მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები