მარგველაშვილი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ გვინდა სამხედრო მოქმედებებით
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს დიპლომატიური გზით, შერიგებით და არა – სამხედრო მოქმედებებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიის გახსნისას, დღეს, 17 ივნისს, განაცხადა.
პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა და აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრა:
„ნამდვილად კარგი წინაპირობა გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად. ამავე დროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი, მოდით, აქ ემოციების გარეშე ვისაუბროთ, არის ოკუპირებული ბირთვული ძალის მქონე სახელმწიფოს ჯარების მიერ.”
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არცერთი ქართველი პოლიტიკოსი უარს არ იტყვის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე:
„ჩვენ ამაზე როგორც ერი, როგორც საზოგადოება, როგორც ის ადამიანები რომლებიც ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში ვლანძღავთ, ვეკამათებით, ბევრ საკითხში დაპირისპირებულები ვართ, ამაში ვართ შეთანხმებულები".
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოკუპაციას რუსეთის მხრიდან არანაირი ადეკვატური არგუმენტი არ აქვს და სადემარკაციო ხაზის გავლების პროცესი ალოგიკურია, ვინაიდან დამატებით რამდენიმე სოფელი რუსეთის ფედერაციას არანაირ პოლიტიკურ, ან ეკონომიკურ მოგებას არ აძლევს, საპირისპიროდ იწვევს საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის ოკუპანტად აღქმას. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი უნდა გამოსწორდეს მოლაპარაკების გზით:
„საკითხი, რაზეც ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა გვინდა, გვჯერა და ამაზე ხელი მოგვიწერია არაერთხელ – არა სამხედრო ქმედებებით, არამედ პოლიტიკური, დიპლომატიური და შერიგების პროცესის შედეგად“.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები