ბერძენიშვილი: BBC-ს მოვპარავ ფრაზას, გახადე კარგი პოპულარული, პოპულარული კი კარგი, ესაა მაუწყებლის მისია
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატმა, თინათინ ბერძენიშვილმა, BBC-ის მთავარი რედაქტორის, ტონი ჰოლის ფრაზა: "გახადე კარგი პოპულარული და პოპულარული — კარგი" მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია.
ბერძენიშვილს ამ ფრაზის მაგალითად მოყვანა, მას შემდეგ დასჭირდა, რაც საბჭოს წევრმა მაუწყებლის 5 პროცენტიან რეიტინგზე დაუსვა კითხვა. გენერალური დირექტორობის კანდიდატის განცხადებით, რეიტინგის ციფრები რეალობას აცდენილია. მისი თქმით, არსებობს არა მხოლოდ, რეიტინგების სხვადასხვა მთვლელი, რომელიც განსხვავებულ მონაცემებს იძლევა, ასევე არსებობს უამრავი კრიტერიუმი, მათ შორის, სოციალურ მედიაში ჩართულობა, რითაც რეიტინგები ფასდება.
იმის განსამარტად, რომ რეიტინგის ეს მონაცემები რეალობას არ შეესაბამება, ბერძენიშვილმა ერთ-ერთი გასართობი გადაცემა მასტერშეფი მოიყვანა.
"მაგალითად, 30 ათასი წამში ნახვა "ლაივში" მასტერშეფის. გართობაა მესმის, მაგრამ გართობაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოვალეობაა", — განაცხადა მან.
საბჭოს წევრმა მას ჰკითხა, რამდენად პასუხობს ეს მაუწყებლის გამოწვევას, როცა რეიტინგის ზრდა გასართობი ან სპორტული გადაცემების ხარჯზე უფრო მეტად ხდება, ვიდრე, მაგალითად, პოლიტიკურის ან საზოგადოებრივის. ბერძენიშვილის განმარტებით, ეს მხოლოდ გასართობი გადაცემების ხარჯზე არ ხდება, თუმცა გართობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა თემატიკა.
ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი თინათინ ბერძენიშვილს დაუჭირა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.
გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გაიზრდება. გადაწყვეტილება თანამდებობრივი სარგოს გაზრდაზე სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები