მედიის ცნობით, ოკუპირებულ საბერიოში გატაცებული ქართველი ბიზნესმენი თავისუფალია
ეხო კავკაზას ცნობით, ოკუპირებულ საბერიოში გატაცებული ადგილობრივი ბიზნესმენი, ჯემალ სოსელია თავისუფალია. გამოცემა კავკაზსკი უზელი კი გატაცებულის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ სოსელია თავის გამტაცებლებს გაექცა.
"ჩემი ინფორმაციით, მას ნება დართეს, რომ გაქცეულიყო, რადგან უკვე იცოდნენ, ვინ გაიტაცა ის", — განუცხადა კავკაზსკი უზელს ჯემალ სოსელიას ნათესავმა, აფხაზმა ჟურნალისტმა, როინ აგრბამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ სოსელიას საქმეზე ისინი გამოძიებას ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლით აწარმოებენ, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ სხვა დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ადგილობრივი ბიზნესმენი ჯემალ სოსელია ხუთ სექტემბერს გაიტაცეს. გალის ადმინისტრაციის ყოფილი დე ფაქტო ხელმძღვანელი, თემურ ნადარია მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა.
ეხო კავკაზას ინფორმაციით, 58 წლის ბიზნესმენი, ჯემალ სოსელიას ავტომობილი ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ხუთ სექტემბერს გააჩერა, რის შემდეგაც ისინი შიგნით ჩასხდნენ და სოსელია აიძულეს, ენგურჰესისკენ — საოკუპაციო ხაზის მიმართულებით წაეყვანა მანქანა. ეხო კავკაზას ინფორმაციით, გზაზე სოსელიამ ავტომობილი სხვა მიმართულებით იმ იმედით შეაბრუნა, რომ მას ვინმე შეამჩნევდა და დაეხმარებოდა. თუმცა, როცა თავდამსხმელებმა მანქანის სხვა გზით სვლა შეამჩნიეს, სოსელიას გონების დაკარგვამდე სცემეს. ამის მოწმე კი ენგურჰესის ორი თანამშრომელი გახდა, რომლებიც ადგილზე დახმარების აღმოსაჩენად მივიდნენ. წყარო იტყობინება, რომ თავდამსხმელებმა თვითმხილველებსაც სცემეს და ტელეფონები წაართვეს. სოსელია კი ისევ მანქანაში ჩასვეს და ტყვარჩელის მიმართულებით წაიყვანეს. ეხო კავკაზას წყარო ირწმუნება, რომ თავდამსხმელები მეგრულ-ქართულად საუბრობდნენ. მისი ცნობითვე, დასისხლიანებული მანქანა ტყვარჩელის რაიონში, აჭაკაში მიმავალ გზაზე აღმოაჩინეს.
სოსელია რუსეთის მოქალაქეა, რომელიც სოჭში ცხოვრობს, სადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ცოტა ხნის წინ კი, სოფელ საბერიოში აიშენა სახლი და მშობლიურ სოფელში პერიოდულად ჩადიოდა.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები