უხერხული და არაადეკვატურია — მეტრეველი ხაინდრავას ფილმის დაფინანსებაზე
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება. გადაწყვეტილების მიხედვით, რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას აფხაზეთის მთავრობა ღვინო და კინო 200 300 ლარს გადაუხდის ფილმის სიმართლე აფხაზეთზე გადაღებისთვის.
მეტრეველის თქმით, მაშინ, როდესაც კულტურის სფერო კოლაფსის წინაშეა და ხელისუფლების მხრიდან არც კი მომხდარა დარგებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბების ადეკვატური შეფასება, სისტემა გულუხვობას არ იშურებს პარტიული ერთგულებისთვის.
"პარტიული ერთგულება კი გამოიხატება იმით, რომ გოგა ხაინდრავას ფილმს სიმართლე აფხაზეთზე 200 300 ლარით "ასაჩუქრებს". აფხაზეთის მთავრობის პასუხი ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით დევნილი მოსახლეობის მიმართ "მოთმინებასთან" და "ქამრების შემოჭერასთან" დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული და არაადეკვატურია ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური ფონის გათვალისწინებით. იმედს ვიტოვებთ, შესყიდვების სააგენტოს ეყოფა გონიერება და გამარტივებული შესყიდვის თაობაზე აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებზე (SMP200003881) უარს ეტყვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ნუ გავიწყდებათ, რომ შემოსავლის გარეშეა დარჩენილი სახელოვნებო სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი და მათ წინაშე არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები კვლავინდებულად უხილავია თქვენთვის, სისტემის მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც თანამედროვე ქართული კულტურის მიმართ უკანასკნელი წლებია რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებთ. თავისუფალი ხელოვანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის ხელისუფლებისგან, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის და ასუსტებს ყოველივეს, რაც სისტემის კონტორილის მიღმაა, რაც თავისუფალი და წარმატებულია. თანამედროვე ქართულ კულტურას, რომლითაც თქვენ ასე ამაყობთ მთავრობაში, ადამიანები ქმნიან, ცოცხალი ადამიანები და თქვენი ვალდებულებაა მათ დახმარება" — აცხადებს მედეა მეტრეველი.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები