Spotify თავის პოდკასტებს სერიალებად და ფილმებად გარდაქმნის
Spotify-ს სურს, უფრო მეტი თავისი ორიგინალური პოდკასტი გარდაქმნას სერიალებად და ფილმებად.
გუშინ, 24 სექტემბერს, კომპანიამ Chernin Entertainment-თან პარტნიორობა დააანონსა, რათა ამ უკანასკნელმა Spotify-ისთვის ექსკლუზიურ და ორიგინალურ პოდკასტებზე დაყრდნობით სერიალები და ფილმები შექმნას. Chernin Entertainment-ს ისეთი პროექტები ეკუთვნის, როგორებიცაა Ford v Ferrari, Hidden Figures და New Girl.
Spotify-ს თქმით, მის ბიბლიოთეკაში ამჟამად 250-ზე მეტი ორიგინალური შოუა, რომელზე მუშაობაც Chernin-ს შეუძლია.
"Spotify-ს დაუნაწილებელი ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა აქვს, რაც დღევანდელ მსოფლიოში არსებობს, და ის დღითი დღე იზრდება. კონტენტის ეს საუნჯე და ახალი ხმებისა და ამბების აქსელერაცია უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს ჩამთრევი ამბები და ინტელექტუალური საკუთრება საეკრანო კონტენტად ვაქციოთ", — განაცხადა Chernin-მა.
უკვე არსებობს იმის მაგალითები, რომ პოდკასტების ფილმებად და სერიალებად გარდაქმნა კომპანიებისთვის თანხის გამომუშავების პოტენციური შესაძლებლობაა. Chernin, Spotify და Pineapple Street Media უკვე თანამშრომლობენ The Clearing-ის სატელევიზიო ადაპტაციაზე, ხოლო Gimlet Media-მ, რომელსაც ახლა Spotify ფლობს, თავისი შოუ Homecoming უკვე გარდაქმნა Prime Video-ს ორიგინალურ სერიალად.
პოდკასტების შექმნა უფრო იაფი და მარტივია, ვიდრე სერიალების, და მათი მეშვეობით წინასწარ შეიძლება იმის გაგება, თუ რამდენად ღირებულია ამბავი, სანამ სტუდიები მათ საეკრანო ადაპტაციებად გარდაქმნაზე დიდ თანხებს დახარჯავენ. ცნობილი მსახიობებიც კი, როგორიც, მაგალითად, რამი მალეკია, გამოგონილ პოდკასტებში მონაწილეობენ, რათა აუდიოვარსკვლავები გახდნენ იმის პოტენციალით, რომ საკუთარი შოუს ვიზუალურ ადაპტაციაში როლზე მათ დაამტკიცებენ.
Spotify-ს Chernin-თან პარტნიორობა ნიშნავს, რომ მას კარგი რეპუტაციის მქონე პროდიუსირების კომპანია მუდმივად მზად ეყოლება და მოძებნის შესაძლებლობებს, რათა კომპანიის კატალოგიდან ახალი პროექტი შეიქმნას ისე, რომ Spotify-ს ჰოლივუდიდან თანამშრომლების აყვანა არ მოუწიოს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები