ტექნიკა, რომელის გარეშე ცხოვრება დღეს წარმოუდგენელია
არსებობს ნივთები, რომლებიც სულ რაღაც 50-100 წლის წინ გამოიგონეს, თუმცა დღეს მათ გარეშე ცხოვრება არათუ არაკომფორტულია, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
მაგალითად, როგორ ინახავდნენ ჩვენი წინაპრები პროდუქტს მაცივრის გარეშე? ან გაზქურის გარეშე როგორ ამზადებდნენ კერძებს? როგორ თბებოდნენ გათბობის სპეციალური სისტემების გარეშე და კითხვა, რომელიც მილენიალებს დღემდე გვტანჯავს: როგორ ახერხებდნენ ჩვენი მშობლები მობილური ტელეფონების გარეშე საქმიანი შეხვედრების დათქმას?
ცივილიზაციას ადამიანის სიზარმაცე და კომფორტის სურვილი ავითარებს. მართლაც, დღეს ტექნიკა ჩვენ ნაცვლად უამრავ რამეს აკეთებს: რეცხავს ჭურჭელს და სარეცხს, მარტივად გვაკავშირებს ცოდნასთან და ერთმანეთთან.
არსებობს ტექნიკა, რომელთა გარეშეც ძნელად, მაგრამ მაინც ვიცხოვრებთ, მაგრამ ზოგიერთი მათგანის გარეშე, განსაკუთრებით ქალაქებში ცხოვრება, დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია.
მაცივარი
ოდესმე დაფიქრებულხართ, სად ინახავდნენ ჩვენი წინაპრები პროდუქტებს მაშინ, როცა არც ელექტროენერგია არსებობდა და არც — მაცივრები? როგორც წესი, სოფლად, მაცივრის მაგივრობას მიწაში ან კლდესთან ამოთხრილი ორმოები სწევდა. ცნობილია, რომ ჩვენი წინაპრები ყინულის წარმოებას აქტიურად მისდევდნენ, თბილისი ხომ მაშინაც ცხელ ქალაქად ითვლებოდა. ამიტომაც თოვლ-ყინულს თბილისის შემოგარენიდან ეზიდებოდნენ: კოჯრიდან, ლისიდან, წყნეთიდან, შინდისიდან. ყინულის შესანახი სარდაფები კი თბილისში ყველა სახლს უკეთდებოდა. დღეს პროდუქტების შენახვა გაცილებით მარტივია. მაცივრებს არამხოლოდ გაყინვის ფუნქცია აქვთ, არამედ, თანამედროვე ჭკვიანი ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ პროდუქტების დატენიანებას ისე, რომ მათი სასარგებლო თვისებები შენარჩუნდეს. მაცივრების უახლესი მოდელები კი წყალსადენს უერთდება და სასმელ წყალს აციებს და ფილტრავს.
გამათბობლები
ცნობილია, რომ ჩვენი წინაპრები თავიდანვე ზრუნავდნენ საცხოვრებელი სახლები ისე აეშენებინათ, რომ, პირველ რიგში, ენერგოეფექტური ყოფილიყო, სითბო სწრაფად არ დაკარგულიყო. დღეს უფროდაუფრო მეტი ენერგოეფექტური სახლი შენდება, რაც შეეხება გამათბობლებს მათი არჩევანი ბაზარზე ნამდვილად მრავალფეროვანია. მომხმარებელთა უმეტესობა კი ექსპერტთა რჩევას იზიარებს: ცენტრალური გათბობის სისტემა არამხოლოდ ეკონომიური, არამედ — ეკოლოგიურიცაა; ავტომატურად არეგულირებს ოპტიმალურ ტემპერატურას ბინაში და არის აბსოლუტურად უსაფრთხო, განსხვავებით ბუნებრივ აირსა და დენზე მომუშავე გამათბობლებისგან.
სარეცხი მანქანა
მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმელს მოხერხებული ადამიანი ბინის პირობებში მაინც გარეცხავს, ეს გრძელვადიანი, მძიმე და დამღლელი სამუშაო პროცესი უკვე წარმოუდგენელია დაკავებული და საქმიანი ადამიანებისთვის. მით უმეტეს, რომ თანამედროვე სარეცხ მანქანებს არამხოლოდ რეცხვის განსხვავებული რეჟიმები აქვთ სხვადასხვა ტიპის ქსოვილისთვის, არამედ გაშრობისა და გაუთოვების პროგრამებიც კი. ამიტომაც სარეცხი მანქანა სიაში, "რომელი ტექნიკის გარეშე ვერ ვიცხოვრებდით" სამართლიანად იმსახურებს მოხვედრას.
გაზქურა
კერიაზე ჯაჭვით ჩამოკიდებული ქვაბი ქართულ მითოლოგიასა და კულტურაში კვლავ რჩება ოჯახური სითბოს და სიყვარულის გამოსახვის მნიშვნელოვან დეტალად. თუმცა მას მერე ქართული კერძებიც დაიხვეწა და მათი მომზადების საშუალებებიც.
თითქოს, შორს არ იყო ის დროც, როცა 90-იან წლებში კერძებს ელექტროპანელებზე ან ნავთქურებზე ვამზადებდით. თუმცა ის, რაც 30 წლის წინ ყოველდღიურობა იყო, დღეს უკვე წარმოუდგენელიც კია. თანამედროვე გაზქურებს შერეული ტიპის კამფორებით და ღუმელის რამდენიმე აუცილებელი რეჟიმით ვირჩევთ.
შესაძლოა ჩამოთვლილი ტექნიკის გარეშე დღეს ცხოვრება კვლავ შესაძლებელია, მაგრამ კაცობრიობას კომფორტის მოთხოვნილება მუდამ აქვს. შედეგად, თითოეული ტექნიკა ყოველდღიურად იხვეწება და სხვადასხვა, თანამედროვეობას მორგებული რეჟიმი ემატება. ამ და სხვა მნიშვნელოვანი და თქვენთვის საჭირო ტექნიკის შეძენას ონლაინ, გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის მეშვეობით შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გრანდ ელექტრონიქსში ყოველ პარასკევს დიდი ფასდაკლებები მოქმედებს. 25 სექტემბერს ტექნიკის მაღაზიათა ქსელში განსაკუთრებული ფასები warmhaus-ისა და Beretta-ს გამათბობლებსა და FRANKO-ს წვრილ ტექნიკას შეეხება.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები