დავით ბაქრაძემ რუსთავის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი წარუდგინა
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რუსთავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი წარუდგინა. დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არსებულ მძიმე გაჭირვებას, უიმედობასა და უპერსპექტივობას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ხოლო ევროპული საქართველოს გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოუტანოს, როგორც რუსთავს, ისე მთლიან საქართველოს ახალი შესაძლებლობები.
"რუსთავმა წინა არჩევნებზეც დაამტკიცა, რომ ის არის წინ, მომავლისკენ ორიენტირებული ქალაქი და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც არ ეგუება გაჭირვებას და პრობლემას, ვინც იბრძვის საკუთარი ცხოვრების შეცვლისათვის და ყველაზე დიდ პატივს მე ვცემ იმ ადამიანებს, ვინც იბრძვის საკუთარი ცხოვრების შეცვლისათვის. ყველაზე ადვილია ხელის ჩაქნევა, იმედის დაკარგვა და თქმა, რომ არაფერი გვეშველება. ამიტომ, მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ვინც წინა არჩევნებზე უკვე თქვით, რომ აღარ შეიძლება ასე ცხოვრება, ამდენი პრობლემა და გაჭირვება და გადადგით ნაბიჯი, რათა გეცხოვრათ უკეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ იტყვით ამ სიტყვას ამ არჩევნებზე და შეცვლით თქვენ ცხოვრებას გარდამტეხი ცვლილებებით", — განაცხადა მან.
ბაქრაძის თქმით, მათი მიზანია, რომ ამ არჩევნებზე გატეხონ სიღარიბე, უმუშევრობა და ყველა პრობლემა, რომელიც მძიმედ აწევს ქვეყანას.
"ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც არა ბიუროკრატებს, არამედ ჩვეულებრივ ხალხს ექნება კეთილდღეობა.
დღეს ჩვენ გვაქვს დანგრეული ეკონომიკა, რაც კიდევ უფრო დააზიანა კორონაპანდემიამ და მისმა არაეფექტურმა მართვამ. ევროპულ საქართველოს რუსთავისათვის აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ეს ქალაქი გამოვიდეს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან.
რუსთავში უნდა აშენდეს ახალი აეროპორტი, რათა ეს ქალაქი გახდეს აღმოსავლეთ საქართველოს სატრანსპორტო ჰაბი, სწორედ ამგვარი გეგმა გვქონდა ჩვენ ქუთაისთან დაკავშირებით, აქაც, რუსთავშიც, ჩამოვლენ უცხოელი ტურისტები, ჩამოვლენ შიდა ქართლში, განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. ქვეყანას სჭირდება ახალი შესაძლებლობები და ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი შესაძლებლობები, 100 000 სამუშაო ადგილი, დასაქმება და ამ ქვეყნის წინ წასვლა.
ამ ყველაფერს სჭირდება გუნდი და ჩვენი გუნდი გამოირჩევა ლიდერებით, სწორედ ასეთი ლიდერი გვყავს რუსთავში, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი უკომპრომისობითა და ბრძოლით, ეს არის ირმა ნადირაშვილი", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები