ვიზრუნებ, რომ ყველა სიკეთე შეეხოს რუსთავს, დავუდგები ყველა რუსთაველს გვერდში — ნადირაშვილი
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რუსთავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი წარუდგინა. ირმა ნადირაშვილის თქმით, დღეს არსებულ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ გაჭირვებას, უიმედობასა და უპერსპექტივობას აუცილებლად შეცვლის 31 ოქტომბრის არჩევნები. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული, გათვლილი გეგმა, თუ როგორ მოუტანოს რუსთავს გარდამტეხი ცვლილებები.
"ალბათ, ყველამ იცით, რომ ვარ რუსთავიდან, დავიბადე და გავიზარდე აქ და ჩემი პირველი გამოცდილებაც აქ, რუსთავი 2-ში დაიწყო. აქ დაიწყო ჩემი თავგადასავალი, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ მე აქ ვიბრძოლო მაჟორიტარული მანდატისათვის. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ ამ ბრძოლაში ჩავება და თქვენი იმედი მქონდეს.
ჩვენ გვაქვს კონრეტული გეგმა, რომელიც გულისხმობს, რომ 2-ჯერ გაიზარდოს პენსია და სოციალური დახმარება, დევნილთა შემწეობები, ამისათვის კი საჭიროა გადასახადებისა და ბიუროკრარტიული ხარჯების დაწევა, რათა ბიზნესს, ხალხს დარჩეს მეტი ფული და შეიქმნას 100 000 სამუშაო ადგილი. ეს არის გათვლილი, კონკრეტული გეგმა.
მე ვიზრუნებ იმისათვის, რომ ყველა სიკეთე შეეხოს რუსთავს, დავუდგები ყველა რუსთაველს გვერდში და რამდენადაც ამას შევძლებ, არ მივატოვებ არავის გაჭირვებაში.
საქართველოს მომავალი პარლამეტი იქნება მრავალპარტიული, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა აღარ ივლის ერთი კაცის ჭკუაზე. ჩვენ უნდა შევცვალოთ აწმყო, მინდა ვიყო ისეთი ხელისუფლების ნაწილი, რომელიც იქნება ამ ადამიანების დამცველი და არა მოძალადე, რომელიც შეუქცევადად დააყენებს ქვეყანას ევროპულ, თავისუფალ, სამართლებრივ გზაზე.
საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი ქვეყანა, სადაც იცხოვრებენ თავისუფალი ადამიანები. 31 ოქტომბერს მე ჯერა, რომ ადამიანები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს", — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები