ნადირაშვილი, როგორც რუსთავის მაჟორიტარი იზრუნებს, რომ უკეთესი, სამართლიანი ცხოვრება გახდეს შესაძლებელი — გოგუაძე
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რუსთავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი წარუდგინა. წარდგენაზე მოსახლეობას მიმართა ევროპული საქართველოს გუნდის წევრმა, ნინო გოგუაძემ.
ნინო გოგუაძის თქმით, ევროპული საქართველოს მიზანია, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ამისთვის იბრძოლებს ირმა ნადირაშვილი რუსთავში. გოგუაძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერი მოიტანს მრავალპარტიულ პარლამენტს, რაც იქნება გარდამტეხი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისათვის.
"31 ოქტომბერს რუსთაველებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარ წარმომადგენლად საქართველოს მთავარ ინსტიტუტში აირჩიონ ირმა ნადირაშილი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა სამართლიანობისათვის.
ევროპული საქართველო არის გუნდი, რომლის მიზანია, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, სწორედ ეს არის ირმას მიზანი, თუმცა ის, როგორც რუსთავის მაჟორიტარი იზრუნებს იმისათვის, რომ უკეთესი, სამართლიანი ცხოვრება გახდეს შესაძლებელი ყოველი მოქალაქისთვის.
ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, რადგან მრავალფეროვნებაშია საქართველოს ძალაც და უნიკალურობაც.
რაც მთავარია, მრავალპარტიული პარლამენტი არავის მისცემს უფლებას, არცერთ პირს და პარტიას, რომ გაბატონდეს და თავისი ნება სურვილით მართოს ეს ქვეყანა.
ერთპარტიული დიქტატურა და ერთ პარტიაზე დაქვემდებარებული კანონი, სამართალი და კანონები დასრულდება ამ არჩევნებზე და საქართველო აუცილებლად დაადგება დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს გზას.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ ის კარგი რაც გვაქვს და შევცვალოთ ის, რაც გვაშორებს თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროსაგან. ამიტომ, 31 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე და მიეცით ხმა გარდამტეხ ცვლილებებს. სწორედ ამ არჩევნებით იწყება ჩვენი ქვეყნის უკეთესი აწმყო და მომავალი", — განაცხადა ნინო გოგუძემ.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები