ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია, ეს არის ჩაფლავებული მთავრობის გეგმის შედეგი — ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნაში მძიმე ეკონომიკური მდგომარებაა, რაც "ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის" შედეგია. ვაშაძის თქმით, საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა კატასტროფულად უფასურდება და მოქალაქეები შიმშილის პირას არიან.
"საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. ლარის კურსი უფასურდება, 200 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრებულია, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს არის მაგალითი, ჩაფლავებული ეკონომიკური და ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის, რომელიც ბატონმა გახარიამ, ჩაფლავებულმა პრემიერმინისტირმა შემოგვთავაზა და რომლითაც ძალიან მაგრად იქებდნენ თავს", — აცხადებს ვაშაძე.
ის მოქმედი მთავრობის ხელში ლარის კურსის შემაშფათებელ მომავალზე საუბრობს. ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა "სულს ღაფავს".
"ლარის კურსი არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად დრამატულად უფასურდება. 450 მლნ დოლარი, ჩვენი ფული, მხოლოდ წელს დახარჯულია იმისთვის, რომ ლარის კურსი როგორმე გაამყარონ და შედეგი არის ნული — დღეს დოლარის კურსი 3.33-ია და ველოდებით კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას. სომხეთსა და აზეირბაჯინაში მთელი წლის მანძილზე 1%-იანი ცდომილება აქვს კურსს და დღესაც ასეა, საქართველოში კი 17%-ით გაუფასურდა ლარის კურსი. ანუ თუ იტყვიან რომ ეს არის გლობალური პრობლემა ან რეგიონის, ეს არის ტყუილი. ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, სადაც კატასტროფულად გაუუფასურდა ვალუტა, ეს სწორედ საქართველოა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა! 3 მილიარდი ლარით მეტის გადახდა მოუწევთ საქართველოში ბიზნესს ან ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში ან ევროში აქვთ აღებული. შემაშფოთებელია ის ციფრი, რომელიც დღეს არის Bloomberg-ის საერთაშორისო ვალუტით ვაჭრობის ბირჟაზე, ისინი ამბობენ, რომ ლარის კურსის საპროგნოზო მაჩვენებელი შეიძლება დაეცეს 3.80-მდე ანუ ლარის კიდევ უფრო კატასტროფულ გაუფასურებას წინასწარმეტყველებენ. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ეკონომიკა გამოდის კრიზისიდან. ჩვენ კი, რეალურად ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მეტ კრიზისში შევდივართ", — აცხადებს ის.
ვაშაძეს მიაჩნია, რომ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა გაჩნდეს მძლავრი პოლიტიკური მოლოდინი.
"ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ გააჩინოს და ახალი, კომპლექსური, სისტემური ეკონომიკური რეფორმების ახალმა ტალღამ. სწორედ ეს გვაქვს სტრატეგია აღმაშენებლის გუნდს გათვიცნობიერებული. თუ მძლავრი და ახალი რეფორმები არ დაიწყო ქვეყანაში, თუ აქტიურად არ ვიმუშავეთ ინვესტიციების მოსაზიდად, არაფერი არ შეიცვლება", — აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
მან, ასევე, წარმოადგინა სამი პუნქტი. ვაშაძის აზრით:
- სწრაფი, კომპლექსური და სისტემური ეკონომიკური რეფორმები;
- ხელისფულების ცვლილება — სხვა შემთხვევაში არანაირი ნდობა და პოზიტიური განრიგი არ დაიწყება;
- უნდა გადავიდეთ მულტისავალუტო რეჟიმზე (ლარი/ევრო საგადასამხდელო საშუალებად შემოღება). ამ გეგმით იქნება შესაძლებელი ლარის კურსის გადარჩენა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები