ევროპული საქართველოა ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს — ვახტანგაძე
დღეს ევროპულმა საქართველომ პარტიული სია წარადგინა.
პარტიის ახალგზარდა სპიკერის, თათია ვახტანგაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს სჭირდება ცვლილებები. მისი თქმით, სწორედ ევროპული საქართველოა ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს და იქნება კომპასი უკეთესი მომავლისაკენ.
თათია ვახტანგაძის თქმით, ევროპული საქართველოსთვის პრიორიტეტი არის არა თანამდებობები, არამედ მოქალაქეები, ამიტომ, როგორც ვახტანგაძემ აღნიშნა, მან საზოგადოებას წარუდგინა არა პარტიული სია, არამედ ძლიერი გუნდი, რომელიც მოუტანს ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.
"დღეს საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულწრფელად იტყვის, რომ ცვლილებები არ გვჭირდება. იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, რამდენად მძიმეა რეალობა — 10 ადამიანიდან 6 არის უმუშევარი, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი, 800 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში, გაზრდილია კრიმინალის დონე, გაუფასურებულია ლარი, გაზრდილია ფასები ყველა პროდუქტზე.
ყველას — ახალგაზრდას, ხნიერს, შეძლებულს, ღარიბს — ყველას გვჭირდება ცვლილებები, რომლის შედეგადაც
- ყველა ჩვენგანის ოჯახს ექნება უკეთესი შემოსავალი;
- ყველა ჩვენგანი იგრძნობს თავს უსაფრთხოდ და დაცულად;
- ყველა ახალგაზრდას გვექნება ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება.
ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების გუნდს და დღეს ერთადერთი ასეთი გუნდი არის ევროპული საქართველო. არჩევნებზე 2-იანისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ხმის მიცემას ცვლილებებისთვის.
საპარლამენტო არჩევნების წინ, როგორც წესი, პარტიები წარადგენენ საპარლამენტო სიას. ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის პრიორიტეტი ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა — თანამდებობა ან სიის ნომერი. სწორედ ამიტომ დღეს მე არ წარმოგიდგენთ პარტიულ სიას. თუმცა მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ის ძლიერი გუნდი, რომელიც თქვენი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს და იქნება გარდამტეხი ცვლილებების კომპასი უკეთესი მომავლისთვის", — განაცხადა თათია ვახტანგაძემ.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები