ლარის ვარდნამ მოსახლეობა ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში, პასუხისმგებელი "ოცნებაა" — ხაზარაძე
ლარი და ეკონომიკა — ამ თემაზე ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ქვეყნაში არსებული მძიმე სოციალური ვითარება განიხილა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ეკონომიკაზე, რომელმაც ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო, პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა და ბიძინა ივანიშვილი დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია. ხაზარაძემ ქართული ოცნების თავმჯდომარეს იმ პრობლემებზე საუბარი შესთავაზა, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკა. საქმე ეხება 1 მილიარდი დოლარის ზარალს, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო საქართველოს მოსახლეობამ და ბიზნესმა. მისი თქმით, ეს რიცხვი დამანგრეველი ოდენობაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.
"მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ნუ იმალებით, გამოდით, დაგველაპარაკეთ. მე პირადად გიწვევთ დებატებში, რათა მოსახლეობამ დაინახოს, სად არის გამოსავალი. ეკონომიკა არის ღრმა კრიზისში და ეს მდგომარეობა დღითიდღე რთულდება, ლარის დევალვაციამ ჩვენი მოსახლეობა ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში, გაძვირდა საკვები პროდუქცია, წამლები და, რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ადამიანები არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 17 პროცენტით გაუფასურდა. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენს თანამემამულეებზე, რამაც გამოიწვია ჩვენი მოსახლეობის დავალიანების გაზრდა 600 000 მილიონი დოლარით. ასევე, 400 000 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო ბიზნესმა, რომელიც ასაქმებს ხალს. ჯამში, მოქალაქეებმა და ბიზნესმა მიიღო 1 მილიარდი დოლარის ზარალი, რაც წარმოუდგენელი რიცხვია იმ პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორიცაა საქართველო. ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება და მისი მთავრობა, რადგან მათ არ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და შეცვალონ სიტუაცია. ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ამის ფონზე ქართული ოცნების მთავრობა ვერაფერს აკეთებს, ლარი ყოველდღიურად უფასურდება და ეს, პირველ რიგში, ყველაზე მკვეთრად ჩვენს მოსახლეობას ურტყამს. პროდუქტების გაძვირება, ლარის მსყიდველუნარიანობა და ჩამოშლილი ეკონომიკა აუნაზღაურებელ დარტყმას აყენებს საქართველოს მოსახლეობას", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელოს თავმჯდომარემ პარტიის გეგმაზეც ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალება მიეცემათ თავიანთი სესხის გადავადება/რეფინანსირების.
"ჩვენ გვაქვს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, სასწრაფოდ საჭიროა ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მიეცეს საშუალება თავიანთი სესხის გადავადება/რეფინანსირების, მინიმუმ 6 თვით. ჩვენ უნდა მოვხსნათ ეს ტვირთი ეკონომიკური კრიზისისგან დაზარალებულ მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელსაც ლელო პარლამენტში დააყენებს, იქნება 6 თვით სესხებზე გადასახადის გადავადება/რესტრუქტურიზაცია, ყოველგვარი ჯარიმების გარეშე. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ საკითხს საგარანტიო ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც მისცემს ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალებას", — აღნიშნა ხაზარაძე.
ბრიფინგის დასასრულს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ლელო არის ის ძალა, რომელმაც იცის, როგორ დაასტაბილუროს ლარის კურსი და შეინარჩუნოს ის. ლელოს აქვს გამართული გეგმა, რომელიც ქვეყანაში აღმავლობის პროცესს დააჩქარებს.
"ლარის კურსი სასწრაფოდ გასაჩერებელია და ჩვენ, ლელო ამისთვის ლარის "დერეფნის განსაზღვრის" მექანიზმის შემოღებას გთავაზობთ. ჩვენ შეგვიძლია, გავაჩეროთ და დავასტაბილუროთ ლარი. სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში უახლოეს მომავალში შესაძლებელია ლარის კურსის დასტაბილურება/ გაჩერება. პროფესიონალების და მცოდნე ადამიანების სწორი პოლიტიკით ამის გაკეთება შეიძლება და ლელოს აქვს ამის ძალა და კომპეტენცია, რომ ეს რეფორმები გაატაროს. ქართული ეკონომიკა კრიზისშია. ამ ჩიხიდან, რომელშიც ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო შეიყვანა, ხელისუფლებას არ აქვს გამოსავლის სწორი სტრატეგია და გეგმა", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები