გეყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა და მეგობრებისთვის მილიონების გადარიცხვა — სერგო ჩიხლაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი იზრდება და, სამწუხაროდ, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კვლავინდებურად, შექმნილი კრიზისის დასაძლევად მზად არ არის. ჩიხლაძე სისტემაში შექმნილ ქაოსზეც საუბრობს და მოქმედი მთავრობისგან დაგროვილ კითხვებზე პასუხს ითხოვს.
"სამწუხაროდ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, დღეს უკვე 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ასევე, იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. ბოლო დღენახევრის განმავლობაში უკვე ხუთი კოვიდდაავადებული პაციენტი გარდაიცვალა. ამ ფონზე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, რომელზეც სათანადო რეაგირებას მთავრობის მხრიდან უკვე თვეებია ველოდებით", — აცხადებს ჩიხლაძე და მოქმედ მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ისინი დეტალური ანგარიშის წარდგენას ითხოვენ.
"ქვეყანაში PCR ტესტების რა მარაგია? დადეთ სარწმუნო სტატისტიკა ვის, სად და რამდენს ტესტავთ ქვეყნის მასშტაბით? როგორ და რატომ აირია გადანაწილებული ინფიცირებული პაციენტები საავადმყოფოებში რეგიონულ ჭრილში? რაში დაიხარჯა კოვიდფონდში არსებული 140 მილიონი ლარი? ასევე, წარმოადგინონ, დეტალური ანგარიში, სად იხარჯება ჯანდაცვის გაძლიერებაზე მიღებული 300 მილიონი დოლარი. რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს? სად იხარჯება ბატონებო ეს ფული? მივმართავ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს: სად დაიხარჯა ეს თანხა? ტესტებთან დაკავშირებით, რატომ ხდება რომ გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე ტესტირების რაოდენობა კატასტროფულად იკლებს. თუ შევადარებთ ბოლო 7 დღის მონაცემებს წინა 7 დღის მონაცემებთან თითქმის 25%-ით შემცირებულია გაკეთებული ტესტების რაოდენობა. ორი დღის წინ კი, კატასტროფულად დაბალი იყო ჩატარებული ტესტების რაოდენობა, რომელმაც 4 000 შეადგინა. ასეთი ნაკლები ტექსტირება ივლის-აგვისტოშიც კი არ ტარდებოდა. შესაბამისად ისმის კითხვა — რატომ ხდება ეს?“ — კითხულობს ჩიხლაძე და შექმნილ მდგომარებას მხოლოდ სისტემაში არსებული ქაოსით, ცუდი მენეჯმენტითა და ტესტების მარგის დეფიციტით ხსნის.
"ის, რომ ცუდი მენეჯმენტია და ცუდი მენეჯერები ხართ ეგ გავიგეთ ბატონო, მაგრამ რა ხდება ტესტების მარაგებთან დაკავშირებით? ჩვენ ვიცოდით რომ თვის ბოლომდე უნდა შემოსულიყო ახალი 500 000 PCR ტესტი, რადგან თვის დასაწყისში დარჩენილი იყო მხოლოდ 120 000 ტესტი, შესაბამისად, ეს 120 000 უკვე ამოიწურა. აგრეთვე, გვაინტერესებს, რატომ არის ტესტების პასუხები არეული, დღევანდელი 314 შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ეს არის გუშინდელი ტესტების პასუხები, რადგან ზოგი გუშინდელია, ზოგიერთი კი, ოთხი დღის წინანდელი და ეს აბსოლუტურ აღრევას იწვევს საერთო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის აღსაქმელად. ერთ-ერთი ინდიკატორი და რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოგვაწოდა — ეს არის დღიურად დატესტილი პაციენტების სტატისტიკა და მათგან დადებითი შემთხვევების გამოკვეთა, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ჩაშლა და ანგარიში არ გვაქვს.
ჩვენ გვაქვს მხოლოდ დღიური ბუნდოვანი მონაცემები, რომელიც არ არის წინა დღის ან რომელიმე ერთი დღის. ასე რომ წარმოადგინეთ ანგარიში და შესაბამისი სტატისტიკა, რათა უკეთ აღვიქვათ შექმნილი კოვიდმდგომარეობა და არსებული პრობლემები“", —აღნიშნავს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი და პრობლემებს საწოლის რაოდენობის დეფიციტშიც ხედავს.
მისი თქმით, თავისუფალი საწოლების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, სად და როგორ არის რეგიონულად გადანაწილებული ეს თავისუფალი ადგილები. მისივე განცხადებით, უნდა იყოს ცნობილი, რომელ კლინიკებში და რომელ რეგიონებშია ეს თავისუფალი ადგილები.
"აბსოლუტური ქაოსია დიაგნოსტიკის, ტესტირების, ლაბორატორიების გამართვასთან, საწოლებთან დაკავშირებით. თუ ექიმები არ დატრენინგდა და არ გადამზადდნენ, თუ სახარჯ მასალებთან გვაქვს პრობლემები და მარაგებთან სად წავიდა ეს ასეულობით მილიონი ლარი? ვსვამთ კითხვას და ვითხოვთ პასუხებს დაგროვილ კითხვებზე. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, ყველა დაინტერესებული მხარე ვიმსახურებთ და უფლება გვაქვს, ვიცოდეთ ეს დეტალები. გეყოთ ბატონებო საკუთარ მეგობრებსა და კომპანიებზე 40-45 მილიონობით ლარის გადარიცხვა, როგორც ეს მარტ-აპრილ-მაისში გააკეთეთ და ამაზე არაერთი დასკვნა უკვე დაიდო. გეყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. ეს ადამიანების ჯანმრთელობაა", — განაცხადა მან
ჩიხლაძე მთავრობას მოუწოდებს იყვნენ მართალნი მათთან, ქვეყანასთან და მოსახლეობასთან.
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები