აქცია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ – ფოტორეპორტაჟი
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა 17 ივნისს თბილისში, რუსთაველის მეტროსთან, რის შემდეგაც მოეწყო მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ. ხალხის რაოდენობის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყვეტილი იყო. აქცია თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით გაიმართა. მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა On.ge-ს განუმარტა, რომ 17 ივნისი სიმბოლური თარიღია, რადგან შარშან ამ დღეს ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა ნარკოლოგიური შემოწმების დროს. მისი თქმით, აბზიანიძეს პოლიციელებმა 3 აბი შარდმდენი ძალით დაალევინეს, რის შემდეგაც ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
„სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვითხოვთ ლევან აბზიანიძის საქმის გამოძიების სასწრაფოდ დასრულებას“ - ამბობს წიქარიშვილი, – „ეს არ არის ნარკოპოლიტიკა, ეს არის ნარკოტერორი და ნარკოფაშიზმი“.
პარლამენტთან მისვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების მიმართ თავიანთი მთავარი მოთხოვნები წარმოადგინეს:
- მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების უპირობო დეკრიმინალიზაცია
- დაუყოვნებლივ შეწყდეს ადამიანის ღირსების შემლახავი ურინოტესტირების პრაქტიკა.
- მოხდეს პირადი მოხმარების მიზნით ნივთიერებათა ოდენობების ადეკვატურად განსაზღვრა.
- მოხდეს პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის ფლობის დეკრიმინალიზაცია.
- მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის არსებული ჯარიმების გაუქმება.
- მოხდეს წამალდამოკიდებული პირებისთვის მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების სერვისების დანერგვა და საჭირო ფინანსების გამოყოფა.
- შეწყდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა სტიგმატიზაცია, მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიხედვით დისკრიმინაცია.
პარლამენტთან შეკრებილ ხალხს მიმართა ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული ერთ–ერთი მოქალაქის მეგობარმა ტასო ჭიჭინაძემ: “სახელმწიფო ჩვენს ნაცვლად წყვეტს, თუ რა გვვნებს და რა არ გვარგებს და მეორე მხრივ, პერმამენტულად გვჩაგრავს, გვაცხოვრებს მუდმივი შიშის რეჟიმში. აღარ არის სიჩუმისა და მოთმენის დრო, ხმაურის დროა!“.
აქცია პარლამენტის წინ დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები