დავაყენოთ საქართველო გზაზე, რომელიც გამორიცხავს ანომალიურ ივანიშვილიზმს — ახვლედიანი
ევროპულმა საქართველომ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა. ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ევროპულმა საქართველომ გაიაზრა წარსულის ყველა შეცდომა და კომპეტენტური, მცოდნე და ქვეყნის მოყვარული გუნდით მზად არის, დაასრულოს ივანიშვილიზმი და მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები.
"იმ პოლიტიკაში, რომლისთვისაც ჩვენ ვერთიანდებით, რომლისთვისაც გვინდა თავის მიძღვნა, რომლისთვისაც მზად ვართ, მენტალურად შევეწიროთ ბრძოლას და საქართველოს. საათი კი მიჩვენებს, რომ ჩემი დრო არის განსაზღრული. დრო რომ განსაზღვრულია, როცა ეს იცის პოლიტიკოსმა ეს ნიშნავს იმას, რომ ის დაუშვებს ნაკლებ შეცდომას. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაზღვრულ დროში ის მოინდომებს ფუნდამენტური სასიკეთო ცვლილებების სისტემის შექმნას ქვეყანაში, რაც გამორიცხავს მისი ხელისუფლებიდან, მისი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში რაიმე სახის ანომალიურ გადახრებს. გამორიცხავს იმასაც, რომ მას განსჯიდეს პოლიტიკური ნიშნით მომდევნო ხელისუფლება, არამედ ყველა იქნება დარწმუნებული, რომ იარსებებს დამოუკიდებელი სასამართლო, ფუნდამენტი ყველა ფუნდამენტისა, რომელიც განსაზღვრავს ვის რა ბრალი მიუძღვის, მაგრამ დავუბრუნდეთ პოლიტიკას.
ბედნიერებაა, როდესაც ადამიანები აცნობიერებენ სხვათა და საკუთარ შეცდომებს. ყოველთვის გამიმარჯვია, როცა მიფიქრია ჩემს საკუთარ შეცდომებზე, სხვების შეცდომებზე. არ დამავიწყდება, როცა 25 წლისა დავემშვიდობე ასლან აბაშიძის ოფისს დაპირისპირებით, წინააღმდეგობით. მაშინ ერთმა ჩემმა უცხოელმა მეგობარმა ასეთი რამ მითხრა: შენ ახლა იცი, როგორ არ უნდა იმუშავო. დიახ, ეს ასეა. ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც გეუბნება, რომ უნდა გაითვალისწინო შენი შეცდომები, რომ სხვებმაც არ გაიმეორონ მსგავსი შეცდომები.
ჩემთვის ევროპული საქართველო მხოლოდ პარტიის სახელწოდება არ არის. ეს არის ამოსავალი წერტილი საქართველოსთვის. ვინაიდან, საქართველო მე წარმომიდგენია მხოლოდ ევროპული. საქართველო, სადაც ბათუმში ჩაბეტონებას ვერავინ ვერ ბედავს, სადაც კორუფციის ჭაობი არ არსებობს, სადაც ნეპოტიზმი არ ვიცით, რას ნიშნავს, იმიტომ, რომ ის პრაქტიკაში არ არსებობს. ევროპული საქართველო ჩემთვის ნიშნავს იმას, განსხვავებითი ანომალიური პროცესისგან, რაც დღეს არის საქართველოს მთაში და ბარში, მაგალითად უნიკალურ კურორტებზე ბახმაროში და გომის მთაზე, სადაც ხელისუფლების წაქეზებით, კორუფციული სქემის ამოქმედებით, ადამიანები ჯიჯგნიან სახელმწიფო მიწას, იტაცებენ და შავრაზმელი წულუკიანი თავს უფლებას აძლევს, რომ ყველაფერს ამას დაუსვას სახელმწიფოს ბეჭედი და უთხრას იმათ, ვინც მიიტაცა, რომ ყველაფერი შერჩებათ, ყველაფერი გაუფორმდებათ. ეს რომ დასრულდეს, ეს რომ აღარასოდეს განმეორდეს, ბათუმი რომ იყოს, როგორც აი, ეს ფანტასტიკური სივრცე, ბუნებრივად ოაზისი და ყოველი მერის, სუსის ხელმძღვანელის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თუ რომელიმე მორიგი ივანიშვილის და ივანიშვილიზმის მიმდევრის საჯილდაო ქვად არ გახდეს ამისთვის ჩვენ გვჭირდება სამართლიანი წესრიგი. სამართლიან წესრიგს კი, მეგობრებო, შინაგანი დემოკრატიული კულტურის ადამიანები თუ დაამყარებენ მხოლოდ. მე მწამს, რომ ეს არის ქართველი ხალხის შეკვეთა.
შეიძლება საკმაოდ რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა. უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც დღეს საბიუჯეტო სივრცეში მუშაობს და არის დამონებული ივანიშვილიზმს. უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები. მე რომ მეკითხებიან ვის ხმებს ელოდები ბათუმში, მე უპირველესად ოცნების მხარდამჭერების ხმებს ველოდები იმიტომ რომ ამ ადამიანებს არავისზე ნაკლებად არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს ივანიშვილის მარწუხებში ჩავარდნილი საქართველო. მე ნახევარი წუთი დამრჩა. რა ბედნიერებაა იმის შეგრძნება, როცა აკვირდები დროს, როცა აკვირდები შენთვის განსაზღვრულ მანდატს, როცა ხვდები რომ ასობით, ათასობით, ათიათასობით სხვა მოქალაქე შენზე უკეთესია, შენზე ღირსეულია უბრალოდ, შენ ახლა შეგიძლია გაბედო.
მეგობრებო, მოდით ახლა ერთად გავბედოთ და საქართველო დავაყენოთ ფუნდამენტალური ცვლილებების გზაზე, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ანომალიურ ივანიშვილიზმს, რომელიც იმავდროულად არ დაუშვებს ადამიანის ღირსების შელახვას, რომლისთვისაც უდანაშაულობის პრეზუმფცია არის უმთავრესი და სამართლის უზენაესობა განმსაზღვრელი. მოგიწოდებთ, რომ ვიცხოვროთ, ვიშრომოთ, თავგანწირვით სწორედ ამ იდეით, ამ აზრით, ამ საქმით. ყველას მადლობა გაბედული გადაწყვეტილებისთვის, რომ ვიდგეთ ყველაზე უფრო მწვავე ოპოზიციურ ფრონტზე საქართველოს სასიკეთოდ", — განაცხადა ახვლედიანმა.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები