დაპირისპირება მარნეულში — ენმ-ის, ქართული ოცნებისა და ცესკოს ვერსიები მომხდარზე
მარნეულის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება მოხდა, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ქართული ოცნებისა და ცესკოს წარმომადგენლები ფიგურირებდნენ.
აღნიშნულის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვერსია ცესკოსა და ქართული ოცნების მიერ გავრცელებული ვერსიებისგან განსხვავებულია — ქართული ოქნება პროვოკაციასა და ძალადობაში ენმ-ს ადანაშაულებს, ოპოზიციაში კი ამას უარყოფენ და უსამართლო მიდგომაზე საუბრობენ.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან მივიდნენ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ქართული ოცნების შტაბი და შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას.
მდინარაძის თქმით, ამის შემდეგ აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს. მისი ინფორმაციით, კომისიის წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ცესკომ აღნიშნულის შესახებ განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში მყოფი პირები უნებართვოდ იღებდნენ ვიდეოს. მათი ცნობით, ცესკოს თანამშრომელმა გადაღების მიზეზი იკითხა, რაზეც პასუხად ფიზიკური ძალადობა მიიღო.
On.ge დაუკავშირდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელს მარნეულში, აგილ მუსტაფაევს, რომელმაც აღნიშნული უარყო და პროვოკაციის მოწყობაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. მუსტაფაევის განმარტებით, ისინი არა პროვოკაციის, არამედ მშვიდობიანი აქციის გასამართად მივიდნენ და აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ მათი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არ მიიწვიეს. ცესკოში კი აცხადებენ, რომ ბრალდებები არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება.
ბოლო პერიოდში პარტიები ხშირად ადანაშაულებენ ოპონენტებს თავდასხმასა და პროვოკაციის მოწყობაში. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, მმართველი გუნდის მხრიდან მათზე ზეწოლა ხორციელდება, რასაც ქართულ ოცნებაში უარყოფენ.
აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ძალადობის ფაქტები ქვეყანაში დაუსჯელი რჩება, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საარჩევნო დარღვევების დროს მტკიცებულებების საფუძველზე, ყოველთვის დგებოდა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის წინა არჩევნებზეც.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები