დავით გარეჯთან დაკავშირებით მდგომარეობა ამ ხელისუფლების პერიოდში გაუარესდა — აქუბარდია
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს სტრატეგია აღმაშენებლის სპიკერი, თეონა აქუბარდია ეხმიანება. მას მიაჩნია, რომ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელშიც ჩართულობის შესაძლებლობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც ექნებათ.
"გუშინ პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი. აზერბაიჯანთან, ისევე როგორც სომხეთთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია არ არის დასრულებული. მომლოცველები ვეღარ ადიან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის სრულ მონაკვეთზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შარშან გაკეთებული დაუფიქრებელი და მავნე განცხადების შემდეგ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა გაუარესდა ამ ხელისუფლების პერიოდში. დღეს საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ჩვენ ორ მეზობელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საკითხის ამ დროს და ამ ფორმით წამოწევამ შესაძლოა გააღვივოს ანტიაზერბაიჯანული განწყობები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაფუჭება სწორედ რომ შედის რუსეთის ინტერესებში. ამ საქმით ხელისუფლება ცდილობს გააფაროს ის მძიმე პრობლემები, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა ქვეყანაში", — აცხადებს აქუბარდია.
მისი თქმით აღნიშნული თემა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან ის მაღალი ინტერესების მატარებელია.
"პროკურატურისადმი ნდობა ჩვენს საზოგადოებაში დაბალია და ის იქცა მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელ უწყებად. მნიშვნელოვანია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილზე განხილვა იყოს ყველასთვის გამჭვირვალე, შეიქმნას საბჭო სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ და თითოეულ დეტალს გაეცნონ, რათ დაცული იყოს ჩვენი ინტერესები", — ამბობს თეონა აქუბარდია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები