200-ზე მეტმა მწერალმა ტრანსგენდერი ადამიანების მხარდასაჭერი წერილი გაავრცელა
მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ლიტერატორებმა ჯოან როულინგის "სიძულვილისგან" დასაცავი განცხადება გააკეთეს, 200-ზე მეტმა მწერალმა, გამომცემელმა და ჟურნალისტმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც ისინი ტრანსგენდერი და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანებისადმი საკუთარ მხარდაჭერას გამოხატავენ.
წერილის იდეა, რომელიც აღწერილია, როგორც "ტრანსთემისა და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანებისადმი გაგზავნილ სიყვარულის და სოლიდარობის შეტყობინებად", მწერლებს — კირენ მილვუდ ჰარგრეივსა და დეიზი ჯონსონს — ეკუთვნით, ხელმომწერთა შორის კი ჯუნო დოუსონი, ელიზაბეთ დეი, მაქს პორტერი, ნიკეშ შუკლა, სარა კოლინზი, ირენოსენ ოკოიე, მერი ჯინ ჩენი, ნოაზ დოლენი, ოლივია სუდიქი, შარლინ ტეო და პატრიკ ნესი არიან. წერილში აღნიშნულია, რომ "არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანთა სიცოცხლე ღირებულია, ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან, ტრანსგენდერი კაცები — კაცები, ტრანსთემის უფლებები კი ადამიანის უფლებებია".
"კულტურა არის და ყოველთვის უნდა იყოს საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზზე, ამიტომ, როგორც მწერლები, რედაქტორები, ლიტერატურული აგენტები, ჟურნალისტები და გამომცემლები, ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენს ინდუსტრიას ტრანსგენდერი და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანების მხარდაჭერასა და მათთვის კეთილდღეობის შექმნაში", — წერია წერილში.
ბრიტანელი მწერლისა და ჰარი პოტერის შემქმნელის, ჯოან როულინგის, განცხადებებმა, რომელიც ტრანსგენდერთა უფლებებს შეეხებოდა, განსაკუთრებით, შენიშვნამ, რომ "თუ სქესი ნამდვილი არაა, მაშინ მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქალების რეალობა იშლება", ბევრი გააღიზიანა, თუმცა მწერალს არაერთი დამცველი გამოუჩნდა. მას შემდეგ, რაც როულინგის ახალი დეტექტიური რომანი, Troubled Blood, გამოიცა, სადაც სერიული მკვლელი მსხვერპლების გასაბითურებლად ქალის სამოსშია გამოწყობილი, მწერალი ინტერნეტსივრცეში თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მას ტრანსფობიაში დასდეს ბრალი. მიუხედავად წიგნის გამოცემას მოყოლებული ფართო განხილვისა და პოლემიკისა, რომანი ბესტსელერი გახდა.
მწერლისადმი მიმართული სიძულვილის ტალღა ასევე ღია წერილით გააპროტესტა 58-მა მწერალმა, მათ შორის იენ მაკიუენმა, ლიონ შრივერმა, სიუზენ ჰილმა და ფილიპ ჰენშერმა. წერილში ხაზგასმულია, რომ შეურაცხყოფა, რომლის მსხვერპლიც როულინგი გახდა, "სოციალურ მედიაში არსებული ღვარძლიანი, ავტორიტარული და მიზოგინიური ტენდენციის გამოხატულებაა".
"როულინგი ყოველთვის გამოირჩეოდა ღირსეული და თანამგრძნობი ხასიათით", — ნათქვამია წერილში, რომელიც Sunday Times-ში გამოქვეყნდა, — "აქ ხელისმომწერნი ვიმედოვნებთ, რომ თუკი უფრო მეტი ადამიანი აიმაღლებს ხმას ონლაინსივრცეში ქალების შეურაცხყოფის სამიზნედ ქცევაზე, ასეთ დისკუსიაში ჩართვას ნაკლებად მიმზიდველად ან მომგებიანაც მაინც ვაქცევთ".
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსგენდერი და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანების მხარდასაჭერ წერილში ჰარი პოტერის შემქმნელის სახელი მოხსენიებული არაა, მისი ხელისმომწერნი, რომელთა შორის რედაქტორებს, ჟურნალისტებსა და ლიტერატორებს ვხვდებით, ქვიარ ადამიანებისადმი თანაგრძნობის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ.
"ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, თქვენი გვესმის, თქვენ გხედავთ, თქვენ გცნობთ და გვიყვარხართ. სამყარო თქვენით უკეთესია", — აღნიშნულია წერილში.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LoudSpeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LoudSpeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები