2012 წლის 1-ლი ოქტომბერი იმედგაცრუების დრამატულ სიმბოლოდ იქცა — ახვლედიანი
ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, ქართული ოცნების 8 წლიან ხელისუფლებას აფასებს.
ახვლედიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ერთი მხრივ, ვერ გამოიყენა ისტორიული შანსი დაესრულებინა არადემოკრატიული და არაჰუმანური მმართველობა და მეორე მხრივ, გაეგრძელებინა 2003 წელს დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები.
"2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, მრავალთათვის სასიკეთო ცვლილებებისა და იმედების დღე, სულ მალე იმედგაცრუების, ქვეყნის ნორმალურ, სამართლიან, ადამიანზე ორიენტირებულ, კალაპოტში ჩაყენების უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვების დრამატულ სიმბოლოდ იქცა! ბიძინა ივანიშვილმა ვერ გამოიყენა ისტორიული შანსი, ერთი მხრივ, დაესრულებინა ერთპარტიული, არაჰუმანური, არადემოკრატიული მმართველობა, მეორე მხრივ კი, წარმატებით განეგრძო 2003-ში დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ამასთან, ჩემი ექვსთვიანი საქმიანი ურთიერთობის განმავლობაში, ყოველ ჯერზე მოვუწოდებდი, დაგვეწყო მმართველი პარტიის დემოკრატიულ ყაიდაზე მოწყობა, სახელისუფლებო და პარტიული ვერტიკალის გათავისუფლება მედროვე, გაუნათლებელი, კორუმპირებული პირებისგან, ხელი აგვეღო პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნაზე და შეგვექმნა რეალურად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. ქართული ოცნების ხელმძღვანელად ჩემი მიწვევიდან პირველი ორი თვე ის სიტყვით მტკიცედ მიჭერდა მხარს ამ ინიციატივებში, თუმცა სულ მალე ცხადი გახდა, რომ მისი არჩევანი საბოლოოდ არადემოკრატიულად მოაზროვნე, აღებ-მიცემობაში გაწაფული, მაამებელი და უსიტყვოდ მორჩილი რეტროგრადების სასარგებლოდ გაკეთდებოდა.
საქართველომ დაკარგა უამრავი შესაძლებლობა, მოკლე დროში გამხდარიყო ეკონომიკურად განვითარებული, წარმატებული და, იმავდროულად, სამართლიან წესრიგზე დამყარებული ქვეყანა. თითქმის ყველა მთავარი მიმართულებით აშკარა, კატასტროფული დაღმასვლაა. გაღატაკებას, წარმოუდგენელ სიდუხჭირეს, გაუგონარ უმუშევრობას და ეკონომიკის სრულ ვარდნას ერთვის ღრმა კორუფცია, პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა, ოპონენტების დევნა, ცილისწამება, შანტაჟი და მტრად შერისხვა, ძალადობისა და ზიზღის ენის დამკვიდრება, საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით სახიფათო პოლარიზება და დაპირისპირება, თვითმმართველობის განადგურდბა, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და საბიუჯეტო სექტორში მომუშავე ადამიანების პოლიტიკური კონიუნქტურისთვის დამორჩილება, თავისუფალი მედიის უხეშად შეზღუდვა და დასავლური ვექტორის შერყევა", — აცხადებს ახვლედიანი.
ახვლედიანი ამბობს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან 8 წლის თავზე, ამ პროექტის სულიჩამდგმელი, ბიძინა ივანიშვილი, გაკოტრებულ და დრომოჭმულ ავტორიტარად იქცა.
"სანაქებო დემოკრატიის და კეთილდღეობის დაპირებით მოსული ივანიშვილი, თავად იქცა არადემოკრატიულობის, უსამართლობის, კორუფციული გარიგებების, პროგრესისა და თავისუფლების უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორად. სწორედ ამიტომ, 1-ლი ოქტომბრის წარუმატებელი ექსპერიმენტის 8 წლისთავზე ამ პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი ივანიშვილი თითქმის სრულად გაკოტრებულ, დრომოჭმულ ავტორიტარად ჩამოყალიბდა. საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება სწორი, გამაერთიანებელი ხედვა, რომელიც ახლა არამარტო დაგვიხსნის მზაკვარი ივანიშვილისგან, არამედ სამუდამოდ გამორიცხავს "ივანიშვილიზმის" ანომალიური, ანტიქართული, უსამართლო ფენომენის ნებისმიერი ფორმით გამეორებას. ეს იდეა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ სრულად გასიგრძეგანებული შეკვეთაა. გულის ძახილია, რომელიც მყარად, სამართლებრივად გაფორმდება 31 ოქტომბერს და ეს დღე გახდება ათწლეულების განმავლობაში ჩაკეტილი მოჯადოებული წრის გარღვევისა და ფუნდამენტური, შეუქცევადი ცვლილებების დასაწყისი", — აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები