დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მეტი აჭარაში — 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში დღეს კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 299 გამოჯანმრთელდა.

ენდელაძის თქმით, მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც 98 ინფიცირებულია, თბილისში 62 ახალი ინფიცირებულია, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 15, სამცხე-ჯავახეთში — 9, გურიასა და შიდა ქართლში 7, კახეთში — 2. იმპორტირებულ შემთხვევათა რაოდენობა 6-ია.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 419 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 39 — გარდაიცვალა.

კარანტინში 836 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: