პოლიტიკურ პროცესებში ძალადობის შემოტანა უნდობლობას უფრო გააღრმავებს — EMC მარნეულის ინციდენტზე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ მარნეულში ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმა დროულად და ეფექტიან გამოიძიონ. ამასთან, EMC მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს განუხრელად დაიცვან მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპები და არ დაუშვან სოციალური კონფლიქტების შექმნა რეგიონებში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე პოლიციას დროული რეაგირება არ ჰქონია, რაც პოლიციისადმი ნდობას ასუსტებს და პოლიტიზირების რისკებს აჩენს. ამასთან, EMC-ის თქმით, მათთვის კიდევ უფრო მიუღებელია, რომ პარტიული აქტივისტების მხრიდან ძალადობის გამოვლენა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა, რადგან ამგვარ შემთხვევებს გამყინავი და დამაზიანებელი გავლენა შეიძლება იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე და დემოკრატიულ პროცესებზე.
EMC მიიჩნევს, რომ ქალაქ მარნეულში და მანამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობრივი შემთხვევები კიდევ ერთხელ აჩვენებს ღრმა პოლარიზების და ანტაგონიზმის პრობლემას ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში.
"პოლიტიკური პასუხიმგებლობის სრული უგულებელყოფით პარტიებს დაპირისპირება, კონფლიქტი და შფოთი მიკრო სოციალურ ველში გადააქვთ და არ იაზრებენ ამგვარი კონფლიქტების სოციალურ შედეგებს, რომელიც შიშს, უნდობლობას, იმედგაცრუებას და იზოლაციას იწვევს. ძალადობის ლეგიტიმაცია და ნორმალიზება პარტიების მხრიდან დემოკრატიული პოლიტიკის ბაზისურ პრინციპებზე და ეთიკაზე უარის თქმაა და თავად პოლიტიკის იდეასაც ეწინააღმდეგება", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე თქმით, პოლიტიკურ პროცესებში ძალადობის ამ მასშტაბით შემოტანა და დაშვება ამ უნდობლობას და შიშს კიდევ უფრო გააღრმავებს.
29 სექტემბერს, მარნეულში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია მთავარის ორი ჟურნალისტს და ორი ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.
გაიგეთ მეტი:
- RSF: მოვუწოდებთ სახელმწიფოს უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და გამოიძიოს თავდასხმის ფაქტი
- EMC მარნეულში დაზარალებულ ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს
- მარნეულში მომხადარი ინციდენტის დროს დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია — ექიმი
- კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს
- ვგმობთ მარნეულში მომხდარ თავდასხმებს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე — TI
- შსს-მ მარნეულში, მედიაზე ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლიის მუხლით, გამოძიება დაიწყო
- იმედია გამოძიება ოპერატიულად მოხდება — სახალხო დამცველი მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე
-
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები