ირაკლი ალასანიას პარტიის ყოფილი წევრი, გია ცაგარეიშვილი ქართული ოცნების პარტიულ სიაშია
ირაკლი ალასანიას მიერ დაფუძნებული პარტიის, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი, გია ცაგარეიშვილი ქართული ოცნების პარტიულ სიაშია. ის სიის 63-ე ნომერია.
ცაგარეიშვილი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. საკანონმდებლო ორგანოში ის კოალიცია ქართული ოცნებიდან მოხვდა. სწორედ ამ კოალიციაში შედიოდა ირაკლი ალასანიას პარტიაც, რომელიც მან 2009 წელს დააფუძნა.
ქართული ოცნების პროპორციულ სიაში არიან ალასანიას სხვა ყოფილი თანაგუნდელებიც: ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი ქადაგიშვილი. ასევე, თეა წულუკიანი, თუმცა მან, ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, თავისუფალი დემოკრატები მას შემდეგ დატოვა, რაც პარტია კოალიცია ქართული ოცნებიდან გამოვიდა. სიაში მყოფი სხვა პირები კი კოალიციიდან წამოსვლის შემდეგაც პარტიაში იყვნენ.
ალასანიას კიდევ ერთი თანაგუნდელი, დავით ზალკალიანი ამ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია, ვიქტორ დოლიძე — ნატოში საქართველოს ელჩი, ზურაბ აბაშიძე კი, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩია.
თავისუფალი დემოკრატები 2012 წლის არჩევნებში კოალიცია ქართულ ოცნებასთან ერთად მონაწილეობდნენ. გამარჯვების შემდეგ, პარტიის წევრები იყვნენ როგორც პარლამენტში, ასევე, სამთავრობო გუნდში. მალევე გავრცელდა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და ალასანიას შორის უთანხმოებაზე, ამასთან, ივანიშვილი ალასანიას საჯაროდაც აკრიტიკებდა. 2014 წელს კი, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს, სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს. გამოძიება ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს თანხის გაფლანგვას ედავებოდა. ალასანიამ მხარი თანამშრომლებს დაუჭირა. მალევე, პარტიამ კოალიცია ქართული ოცნება დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. ამასთან, თავისუფალი დემოკრატების წევრები გადადგნენ თანამდებობებიდან. განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ თეა წულუკიანსა და გედევან ფოფხაძეს — მათ ქართულ ოცნებაში დარჩენა გადაწყვიტეს.
თავისუფალი დემოკრატები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა. ირაკლი ალასანია გორში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, სადაც მეორე ტურშიც გავიდა, თუმცა ამის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პარტია დატოვეს სხვა წევრებმაც და ნაწილი, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნა. თუმცა პოლიტიკოსების ნაწილი კვლავ პარტიაში დარჩა და პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებდა.
გასულ თვეებში თავისუფალი დემოკრატები დატოვეს შალვა შავგულიძემ და ნინო გოგუაძემაც. ისინი პოლიტიკურ მოღვაწეობას ევროპულ საქართველოსთან ერთად აგრძელებენ.
ამაჟამად პარტიის თავმჯდომარე თამარ კეკენაძეა. თავისუფალი დემოკრატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები