ნამდვილი კინო — რას წერს უცხოური პრესა დეა კულუმბეგაშვილის ფილმზე დასაწყისი
შენიშვნა: სტატია არ შეიცავს სიუჟეტთან დაკავშირებულ კონკრეტულ სპოილერებს, თუმცა კინოკრიტიკოსების შეფასებებმა, შესაძლოა, ფილმის შესახებ წინასწარი ემოციური შთაბეჭდილებები შეგიქმნათ.
27 სექტემბერს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა: მისმა სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა დასაწყისი ოთხ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ოქროს ნიჟარა გადაეცა, როგორც წლის საუკეთესო ფილმს.
მანამდე, ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დასაწყისი კანის კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და მართალია, ფესტივალი წელს პანდემიის გამო აღარ ჩატარდა, თუმცა ოქტომბრის მეორე ნახევარში ოთხ საკონკურსო ფილმის ჩვენება მაინც გაიმართება, მათ შორის კი იქნება დეა კულუმბეგაშვილის კინოსურათიც.
ბოლო პერიოდში ამ ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის ნამუშევრის შესახებ უცხოურ მედიაში აქტიურად წერენ და ამ სტატიაშიც სწორედ მისი ფილმის შესახებ ჟურნალისტებისა თუ კინოკრიტიკოსების რამდენიმე გამორჩეულ შეფასებას გთავაზობთ.
გაი ლოდჯი, Variety:
"დასაწყისი, რომლის ბიუჯეტი მწირი იყო, შთაგონებულია შანტალ აკერმანისა და მიხაელ ჰანეკეს შემოქმედებით, ამავდროულად კი ეტყობა კარლოს რეიგადასის კვალი, რომელიც ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია. ამ დეტალების გაერთიანება კი 34 წლის კულუმბეგაშვილის უნიკალურ ნიჭს გვაჩვენებს. სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ, ლუკა გუადანინომ ფილმისთვის მთავარი ჯილდოს გადაცემისას სანაქებო სიტყვები არ დაიშურა და მათ შორის მას "გამოცხადება" უწოდა".
დევიდ ერლიხი, IndieWire:
"დასაწყისში კადრის საზღვრები, რომელშიც მოქცეულია სხვა ყველაფერი, მხოლოდ ციხის გისოსები კი არაა, არამედ ედემის ბაღის კედლები, გველის მაცდური სისინი და უფლის მიერ გამოგზავნილი ანგელოზია, რომელმაც აბრაამს თავისი ვაჟის მკვლელობა შეაწყვეტინა.
პირველი კადრით მიღებული გაოგნების შემდეგ, შეუძლებელია კადრს მიღმა არსებულმა მაყურებელმა კადრის ჩარჩოებში მოქცეული ქალის ბედს გაფაციცებით არ მიადევნოს თვალი. როცა ნათელი ხდება, რომ იანა (ია სუხიტაშვილი), რომელიც იმდენად შეპყრობილია ბიბლიური მრწამსით, რომ მზადაა გაარღვიოს საზღვრები და გაექცეს იეჰოვას მოწმეების თემის პატრიარქალურ წნეხს, სადაც ის ადგილობრივ რელიგიურ ლიდერთან და თავის მოზარდ ვაჟთან ერთად ცხოვრობს, ხვდები, თუ რას ეძებს ის ასე სასოწარკვეთილი".
შერი ლინდენი, The Hollywood Reporter:
"თავისუფალი ფოკუსითა და შორეული კადრებით, ისევე როგორც ქორწინებისა და რწმენის შინაარსში გარკვევის მცდელობით, დასაწყისი რეჟისორ კარლოს რეიგადასს გაგახსენებთ (როგორც აღმოჩნდა, ის ამ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერიც ყოფილა). მართალია, ფილმში მოთხრობილი მთავარი გმირის, იანას ამბავი პირქუშია, თუმცა ფილმი ისეთივე სასტიკი არ არის, როგორც ხსენებული მექსიკელი რეჟისორის, რეიგადასის შემოქმედებას ძირითადად ახასიათებს ხოლმე. რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ეს წინდახედული, მოზომილი პირველი ფილმი თავისი გმირების მიმართ ღრმა თანაგრძნობითაა განწყობილი. რეჟისორს ყველაზე მეტად ოჯახური გარემოზე დაკვირვება აინტერესებს და ქალის დაცარიელებული პირადი მომენტების აღწერით რეიგადასზე მეტად შანტალ აკერმანის ფილმს Jeanne Dielman, 23, quai du commerce, 1080 Bruxelles უახლოვდება".
ნატაშა კუმარი, The Times Hub:
"დასაწყისი არის ფილმი, რომელიც თავისი განსაკუთრებული ძალით გაფრთხილებს. ეს არის კინო, რომელიც გაიძულებს, კითხვები დასვა, გამოძიება დაიწყო და ეჭვები გაგიჩნდეს. ეს არის კინო, რომელიც მთვარეულივით მიილტვის და თან მაგნიტივით იზიდავს ყველაფერს: დასაწყისისთვის ეს სან-სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ნიჟარა დაიმსახურა. დიახ, ეს მოდური ფილმია, თუმცა უკვე აქამდეც ბევრმა დაამტკიცა, რომ მოდურობა, როგორც ნიღაბი, ყოველთვის სულაც არ არის უშინაარსობისა და წარმავლობის სინონიმი. დეა კულუმბეგაშვილი კიდევ დიდხანს დარჩება კინოში".
ქალიმ აფტაბი, Cineuropa:
"დეა კულუმბეგაშვილი თავისი ფილმის გმირის, იანას მძვინვარების საჩვენებლად კამერის უძრაობას იყენებს. არ აქვს მნიშვნელობა, იანა მაგიდასთან ზის თუ სამზარეულოში, სცენის სივრცულობა მისი ცხოვრების ფრუსტრაციას ასახავს. ეს არის ნამდვილი კინო — პაზოლინი ქალის პერსპექტივით. იანა დეპრესიით იტანჯება, თავის ვაჟს მონოტონურად გადასცემს რელიგიურ ცოდნას, რომელშიც გენდერული როლები მკაცრად განსაზღვრულია. იანა სურს, რომ ხელახლა იგრძნოს ყველაფერი და საკუთარ თავსაც დაუმტკიცოს იგივე, რათა უბრალო დედად არ გადაიქცეს, რომელიც შემდეგ თაობას ერთი და იმავე ცოდნას გადასცემს. ამ ყველაფერს ია სუხიტაშვილი შესანიშნავი სამსახიობო შესრულებით გადმოგვცემს: ტკივილის მისეული ბასრი და თავაშვებული გადმოცემა ლარს ფონ ტრიერის პერსონაჟ ქალებს მოგაგონებთ. ეს არის ფილმი, რომელიც იმსახურებს ბევრმა ნახოს, განიხილოს და შემდეგ მისთვის ჯილდოებიც არ დაიშურონ".
სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია ფილმის კინოთეატრებში გამოსვლის თარიღი ან დრო, როცა მის ხილვას ქართველი მაყურებელი შეძლებს: დასაწყისის ჩვენებები კვლავ სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზეა დაგეგმილი.
ამჟამად შეგვიძლია პირველი გავრცელებული კადრი ვიხილოთ ფილმიდან:
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
კომენტარები