დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

აჭარაში კორონავირუსით 297 პირი ინფიცირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ისაუბრა.

ენდელაძის განცხადებით, რეგიონების მიხედვით ახალი დადასტურებული შემთხვევების განაწილება შემდეგნაირია:

თბილისი — 78, იმერეთი — 52, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 6, გურია — 6, შიდა ქართლი — 6, ქვემო ქართლი — 2, კახეთი — 3, მცხეთა-მთიანეთი — 2, სამცხე-ჯავახეთი — 1.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 7 093 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 714 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

კარანტინში 5 392 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: