ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, პარტიის საარჩევნო კლიპზე აკეთებს კომენტარს, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში არიან მოხსენიებული.

ოთარ კახიძის თქმით, როგორ სააკაშილს, ისე ივანიშვილს სურთ, რომ საზოგადოებას დაანახონ შავ-თეთრი რეალობა, რომ არჩევანი მხოლოდ მათ შორის არის.

კახიძემ აღნიშნა, რომ კლიპის მიზანია დაასრულოს ეს მოჯადოებული წრე და ქვეყანა არ დატოვოს არც დღევანდელ ჭაობში და არ დააბრუნოს არც წარსულში. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ამისათვის კი საჭიროა კოალიციური მთავრობა.

"ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშილს სურთ, რომ წარმოაჩინონ შავ-თეთრი რეალობა, თითქოს არჩევანი არის მხოლოდ მიშასა და ბიძინას შორის. ეს არის მოჯადოებული წრე, რომელიც უნდა გავარღვიოთ. ბიძინა, ეს არის ჭაობი და უძრაობა, ხოლო მიშას სურს დაგვაბრუნოს წარსულში.

საქართველოს კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ევროპული კოალიცია, რომელშიც წამყვანი ძალა იქნება ევროპული საქართველო. ჩვენი კლიპის მიზანიც ეს არის, რომ გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და მოვუტანოთ ქვეყანას ცვლილებები", — განაცხადა ოთარ კახიძემ.