QAnon-ის შეთქმულების თეორიის მიმდევრები კრისი ტეიგენს ორსულობის შეწყვეტის შემდეგ თავს ესხმიან
QAnon-ის შეთქმულების თეორიის ავტორები და მიმდევრები მოდელ კრისი ტეიგენს ონლაინ ესხმიან თავს. ტეიგენმა გუშინ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ორსულობის შეწყვეტაზე და შვილის დაკარგვაზე, რასაც სოციალურ მედიაში მის მიმართ მხარდაჭერა მოჰყვა. თუმცა, ონლაინ პლატფორმის ის მომხმარებლები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ, ტეიგენს საჯაროდ უყენებენ უსაფუძვლო ბრალდებებს და ამცირებენ.
QAnon-ის მიმდევრები ცნობილ მოდელს პედოფილიასა და ბავშვების ჭამაში ადანაშაულებენ. კრისი ტეიგენი დიდი ხანია, რაც შეთქმულების თეორეტიკოსების სამიზნეა. მათი თავდასხმის გამო, ანტერპრენერმა წელს თავის ტვიტებზე წვდომა დროებით შეზღუდა კიდეც. ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა ფეისბუქი, ტვიტერი და ინსტაგრამი, მათი გაკონტროლება უჭირთ.
კომენტარებს, როგორიცაა "ეს კარმაა, იმის გამო, რომ ბავშვებს ჭამ", ათასობით ლაიქი აქვს.
ამასთან ერთად, ფეისბუქზე დარეგისტრირებული ანგარიშებით QAnon-ის მიმდევრები ტეიგენზე ინფორმაციას საკუთარ გვერდზე პოსტავდნენ და ტეიგენს პედოფილიაში ადანაშაულებდნენ. ისინი იყენებდნენ ჰეშტეგს #SaveOurChildren (გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვები).
ტვიტერი აცხადებს, რომ ცდილობს დროულად წაშალოს ანგარიშები, რომლებიც კოორდინირებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას და პლატფორმაზე საფრთხისშემცველ აქტივობებს ახორციელებენ. ფეისბუქი კი ასევე ამბობს, რომ ცდილობს წაშალოს ის ანგარიშები, რომლებიც წესებს არღვევენ, თუმცა ტეიგენის პოსტებზე მათი კომენტარები ჯერ კიდევ არის.
QAnon შეთქმულების თეორიის მომხრეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფია. მათ სწამთ, რომ ამერიკას მართავს სატანის მოთაყვანე ჯგუფი, რომელიც თავში უდგას ბავშვების სექს-ტრეფიკინგის კულტს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ჯგუფი დონალდ ტრამპს ებრძვის და პრეზიდენტობის დღიდან, ტრამპს მათთან გამკლავება უწევს. ამ თეორიების არც-ერთი პუნქტი ფაქტზე დამყარებული არაა.
შეთქმულების თეორეტიკოსები თავიანთი მტრებს პედოფილიაში და ბავშვების ჭამაში მე-12 საუკუნიდან ადანაშაულებენ, როდესაც ანტისემიტური შეთქმულების თეორიების ავტორები იტყუებოდნენ, რომ ებრაელები ქრისტიან ბავშვებს კლავდნენ და მათ სისხლს მთელ მსოფლიოში იყენებდნენ.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
კომენტარები