აუცილებელია პოლიტიკური დებატების მოწყობა კონკურენტებს შორის — არმაზ ახვლედიანი
ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ კარდაკარ შეხვედრების ჩატარებაზე ეპიდვითარების გამო თქვა უარი. ახვლედიანი იგივეს მოუწოდებს სხვა კანდიდატებსაც და მათ სთავაზობს აქცენტი პოლიტიკურ დებატებზე გადაიტანონ.
"4 ოქტომბერს ამომრჩეველთან კარდაკარ შეხვედრების დაწყება გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ბათუმში, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, უარი ვთქვით ამ ნაცად, საკმაოდ ეფექტურ წინასაარჩევნო მეთოდზე — არავითარი საარჩევნო იდეა თუ მიზანი არ გვიღირს იმად, რომ თუნდაც ერთ ადამიანს შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემა! ვიარეთ ეზოებში დისტანციის დაცვით, ღია სივრცეებში ვესაუბრეთ ბათუმელებს და მათი აბსოლუტური უმრავლესობის გულითადი მხარდაჭერა მივიღეთ.
ამ დღემ ერთი საგულისხმო აზრი ჩამომიყალიბა: როგორც არასდროს, დღეს აუცილებელია პოლიტიკური დებატების მოწყობა კონკურენტებს შორის. ნუ შევაწუხებთ, ნუ ჩავაგდებთ საფრთხეში ჩვენს ამომრჩეველს. უარი ვთქვათ კარდაკარის პრინციპზე და მთელი ყურადღება გადავიტანოთ სწორედ დებატებზე, სადაც ყველას გვექნება შესაძლებლობა, მედიასაშუალებებისა თუ სამოქალაქო სექტორის სივრცეებში, თანაბარ, სამართლიან გარემოში ვთქვათ ჩვენი სათქმელი და ვუპასუხოთ მოდერატორის თუ ერთმანეთის შეკითხვებს.
მოვუწოდებ კონკურენტი პარტიების, უპირველესად კი ქართული ოცნების ხელმძღვანელებს და მაჟორიტარ კანდიდატებს ბათუმში, ამ ვითარების გათვალისწინებით, ახლა მაინც დათანხმდეთ დებატების უალტერნატივო, სამართლიან მეთოდს", — ამბობს ახვლედიანი.
ახვლედიანის თქმით, აუცილებელია დებატების გამართვა, რათა საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს მკაფიო აზრი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე. იგი მიმართავს ადგილობრივ და ცენტრალურ ტელევიზიებს, საერთაშიროსო ორგანიზაციებს, რომ უზრუნველყონ დებატების ჩატარება.
"მოვუწოდებ მედია საშუალებებს, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეერთებული შტატების და ევროპის კავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და წევრი სახელმწიფოების ელჩებს, ეუთოს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ ასეთი დებატების ჩატარება ბათუმში. ეს არის აპრობირებული, საუკეთესო ფორმა, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს სწორი, ინფორმირებული არჩევანი! ეს არის უმნიშვნელოვანესი გზა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ლეგიტიმური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად", — აცხადებს ახვლედიანი.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები