ფარცხალაძე მერაბიშვილის საქმეზე: ვერ დამაკავებენ, არ აქვთ საფუძველი
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ვანო მერაბიშვილი მისი ციხიდან უკანონოდ გაყვანაში ადანაშაულებს, რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს:
"არა, ვერ დამაკავებენ, არც ველოდები და არც აქვთ საფუძველი, რომ დამაკავონ. ერთადერთი, თუ დაიწყო გამოძიება არ ვიცი, ეგეც ტელევიზიით მოვისმინე. თუ დაიწყო გამოძიება, ვითანამშრომლებ ყველანაირად. გამოძიება, იმედია, მივა ბოლომდე, შესაბამისად როგორც დაიწყება, ისე შეწყდება საქმე".
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 14 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ქართულმა სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი და მე-18 მუხლი პირველთან მიმართებით. დარღვევის ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ ფარცხალაძის პროკურორობის პერიოდს ეხება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტმა On.ge-ს განუცხადა, რომ ძირითადი მომენტი სასამართლოსთვის მთავარი პროკურორის მიერ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდი იყო, ანუ მთავარმა პროკურორმა გაიყვანა ის ციხიდან და ეს პროცესი მერაბიშვილმა ძალიან დეტალურად აღწერა. როგორც ევროსასამართლო ამბობს, ამაზე შემდეგ არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა – არ ამოიღეს ვიდეო ჩანაწერები და ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაადასტურა ეს ფაქტი, შემდეგ კი ის გაუშვეს სამსახურიდან. ამ ფაქტების შეჯამებით სასამართლომ დაასკვნა, რომ ასეთი რამ მართლაც მოხდა. ამ შემთხვევაში, წინასწარი პატიმრობა გამოიყენეს იმისთვის, რომ ზეგავლენა მოეხდინათ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული საქმეების გამოძიებისთვის და ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა ოთარ ფარცხალაძეს ჰკითხა, ის ივანიშვილთან ახლობლობის გამო ხომ არ სარგებლობს ხელშეუხებლობის გარანტიით, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
"მომისმინე, ხელშეუხებლობა რა შუაშია, როდესაც არ მომხდარა ფაქტი, არ მინახია ეს ვანო მერაბიშვილი და არ შევხვედრილვარ, ხელშეუხებლობა მანდ რა შუაშია.
ჟურნალისტი: ბიძინა ივანიშვილთან ისევ გაქვთ ურთიერთობა? ბოლო ინტერვიუს დროს გვითხარით, რომ ძალიან ახლო ურთერთობა გქონდათ.
-კი, მაქვს და მექნება ყოველთვის.
ჟურნალისტი: საქმიანი?
-ნუ, გადავდოთ.
ჟურნალისტი: ევროსასამართლომ თქვა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით დაგვრჩა განცდა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოიყვანეს ციხიდან და მასზე ხორციელდებოდა.
-მომისმინე ერთი წუთი, რა განცდა დარჩა, ეგ არის ევროსასამართლოს საკითხი და გადასაწყვეტი, მე არ ვიცი რა განცდა დარჩათ, დარჩა- დარჩეთ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები