რამდენიმე დღის წინ ნეტფლიქსზე ახალი სერიალის ემილი პარიზში (Emily in Paris) პრემიერა შედგა და სულ მცირე დროში მრავალი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებული დაინტერესება კი მოდის ქომაგებისგან გამოიწვია: შოუში გამორჩეული ყურადღება პერსონაჟების ჩაცმულობას ექცევა, რაც არა მარტო მაყურებლებმა, არამედ კრიტიკოსებმაც შენიშნეს და დადებითი შეფასებებიც არ დაიშურეს.

სერიალი "ოცდარამდენიღაცა წლის ამერიკელი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩიკაგოდან პარიზში მოულოდნელი სამუშაო შეთავაზების გამო გადადის". ამერიკული და ფრანგული კულტურის ნაზავით ამ სატელევიზიო შოუს ატმოსფერო განსაკუთრებით დახვეწილია, რაც თითოეული პერსონაჟის ჩაცმულობაშიც აისახება.

რაც შეეხება მთავარ გმირს — ემილის, ის უკვე ბევრმა საკულტო სერიალის სექსი დიდ ქალაქში ლეგენდარულ სახეს ქერი ბრედშოუს შეადარა. ეს მსგავსება ჭეშმარიტებას არ არის მოკლებული თუნდაც იმის, რომ ემილი პარიზში დარენ სტარმა გადაიღო, რომელიც ასევე სექსი დიდ ქალაქში შემოქმედია.

მსგავსი სანახაობის მოყვარულებისთვის, ალბათ, ეს საკმარისი მიზეზია, რომ ნეტფლიქსის ეს ახალი სერიალი პირველივე თავისუფალ საღამოს ჩართოთ. ამ გადაწყვეტილების მიღებაში კი სერიალიდან ეს რამდენიმე გამორჩეული კოსტიუმი დაგეხმარებათ, რომლითაც უკვე მოიხიბლა არაერთი მაყურებელი:

1. ზამთარი მოდის

ფოტო: Netflix

2. შანელი ყოველთვის ყველაზე მოდურია

ფოტო: Netflix

3. მსახიობმა ლილი კოლინზმა ყველაფერი იდეალურად მოიხდინა

ფოტო: Netflix

4. როგორც ამბობენ, პარიზს ყველაზე მეტად ყვითელი ფერი უხდებაო

ფოტო: Netflix

5. აი, ამის კიდევ ერთი დადასტურება

ფოტო: Netflix

6. ცხადია, სერიალის მთავარი გმირი, ემილი ერთადერთი არ არის, ვისაც პარიზში მოდურად აცვია

ფოტო: Netflix

7. თუმცა მისი სამოსი ნამდვილად ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურება

ფოტო: Netflix

8. ან თუნდაც აქსესუარები

ფოტო: Netflix

9. პარიზი წითელი ბერეტის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა

ფოტო: Netflix

10. ამ შოუს მთელი ესთეტიკა კი ვარდისფერის გარეშე

ფოტო: Netflix

11. ოცდამეერთე საუკუნის ოდრი ჰეპბერნი

ფოტო: Netflix

12. ბოლოს კი კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ შავი ყველაზე ელეგანტურია

ფოტო: Netflix