კოსტავას ქუჩაზე ავტომობილი ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.