კალაძე კორპუმპირებულის სტატუსთან ერთად, ისტორიაში შევიდა, როგორც მოძალადე მერი — ჩიხლაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძისა და მერიის წარმომადგენლებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.
ჩიხლაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების უკანონო ჩარევა, დაჯარიმება და ხელის შეშლა არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რაც დანაშაულია.
მისივე ინფორმაციიღ, სტრატეგია აღმაშენებელი ხელისფულების მხრიდან გამოწერილ ჯარიმებსა და უკანონო ქმედებას ყველა ინსტანციაში გააპროტესტებს და როგორც ჩიხლაძე ამბობს, შესაბამის ზომებს მიიღებს, რა თქმა უნდა, თავისუფალი სასამართლო და არა "ივანიშვილის, მურუსიძისა და კალაძის სასამართლო კლანი".
"გუშინ, თბილისის მერის, ბატონი კალაძის მხრიდან, კიდევ ერთხელ გავხდით ძალადობის ფაქტის მომსწრე. ხელისუფლებისგან ძალის დემონსტრირება პირველი შემთხვევა არ არის. უკვე დიდი ხანია, რაც პირადად ბატონი კალაძე და თბილისის მერია ხელს გვიშლის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში. თუ ეს დღემდე შემოიფარგლებოდა დაჯარიმებით და ხელოვნური ბარიერების შექმნით, გუშინ ბატონი კალაძე და მისი ქვეშევრდომები პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ. არ დაინდეს 19-20 წლის გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები პირდაპირ ასფალტზე ახოხიალეს, ასევე დააკავეს ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი. ძალიან ბევრი სამარცხვინო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით.
მაინცდამაინც გუშინ რატომ იძალადა მან ახალგაზრდებზე? ვეკითხები დედაქალაქის მერს — ისინი არღვევდნენ წესრიგს ან ვინმეზე ძალადობდნენ? თუმცა პასუხი ნათელია, მათი ეს ძალადობა აიხსნება მარტივი მიზეზით, ხელი შეეშალათ ჩვენს საარჩევნო კამპანიაში, პირდაპირ ეძალადათ ჩვენს მხარდამჭერებზე. ჩვენი ახალგაზრდა მხარდამჭერები იდგნენ გადასატან საიმიჯო ბანერთან, გზა ჩახერგილი არ იყო სავალ ნაწილზე და ხდებოდა მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება. კერძოდ, მოსახლეობას საბანკო სესხებთან დაკავშირებით ვაცნობდით ჩვენი პარტიის ინიციატივებსა და ასევე ინფორმაციას, პენსიონრებს როგორ არ დააწვეთ მძიმე ტვირთად სესხები, როგორ მოხდეს საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერა, პროცენტის განახევრება პენსიონრებისთვის, შშმ პირებისთვის, რაც არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის.
როდესაც ჩვენ შეგვაქვს ინიციატივა, თუ როგორ დავწიოთ სესხებზე პროცენტი, როგორ გავატაროთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საბანკო რეგულაციები ეროვნულ ბანკთან, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ ურტყამს მათ ჯიბეს და ასეთი გავეშებული სახე გვანახა გუშინ ბატონმა კალაძემ, რომელიც აქამდე იყო და ისტორიაშიც შევიდა, როგორც ამ ქალაქის ყველაზე კორუმპირებული მერი. დღეიდან ის უკვე ისტორიაში შევა როგორც მოძალადე მერი და მოძალადეები კანონით როგორ ისჯებიან, ეს ძალიან კარგად ვიცით. ამას ადასტურებენ თვითმხილველი და ადგილობრივი იურისტები, საერთაშორისო ორგანიზაციები. მერიის წარმომადგენლებმა პირდაპირ დაუწერეს ჯარიმები სტრატეგია აღმაშენებლის წინასაარჩევნო კამპანიისთვის, რაც იყო შეკრების და მანიფესტაციების უფლების დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულია. დღეს მას საერთაშორისო ორგანიზაციები ეუბნებიან, რომ ანალოგიური ქმედებები არ შეიძლება. თუმცა ამ ფონზე, ბატონმა კალაძემ, კიდევ უფრო აღვირახსინილი ძალადობა ჩაიდინა. ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი მას ვპირდებით, რომ არ შევწყვიტთ წინასაარჩევნო კამპანიას, გავაგრძელებთ და დღესაც გავშლით კარვებს და ხელმოწერებს შევაგროვებთ. არც იფიქროთ, რომ ჩვენს რომელიმე თანამებრძლოს, გულანთებულ გოგო-ბიჭებს, რომლებიც აბსოლუტურად უანგაროდ, თავიანთი პატრიოტული სულისკვეთებით წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, რომ მათ წინააღმდეგ იძალადოთ. ერთი თმის ღერიც მათ არ ჩამოუვარდეს, თორემ არ შეგრჩებათ. ყველა მასალა გადაგზავნილია საერთაშორისო ორგანიზაციებში. ხვალ გვექნება მათთან ონლაინ ჩართვები, მათ შორის NDI-სთან და დეტალებს გავივლით. საერთაშორისო გამჭვირვალობამ შესაბამისი დასკვნაც კი დადო, რომ საერთოდ მსგავსი ხელმოწერების შეგროვებაზე დაჯარიმება და ხელის შეშლა არის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რაც არის მათი მხრიდან დანაშაული. ყველა ჯარიმას და უკანონო ქმედებას ყველა ინსტანციაში გავაპროტესტებთ და რა თქმა უნდა თავისუფალი სასამართლო და არა ივანიშვილის, მურუსიძის დაკალაძის სასამართლო შესაბამის ზომებს მიიღებს", — განაცხადა ჩიხლაძემ.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
კომენტარები