ლუკა სირაძე გარდაცვალების დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ იყო — საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლიანის ადვოკატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
დღეს, 6 ოქტომბერს მედიაცენტრ მთავარში ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვალების დროს ლუკა სირაძე ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. საია-ში მიაჩნიათ, რომ ადვოკატი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებამ გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიანა ჩოლოიანის ჩვენების იძულებაში დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც საია-ში ამბობენ, ამ დროისათვის სასამართლოში არ განიხილება ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი, შესაბამისად, გარდაცვალების მიზეზსაც არ იკვლევს. მათივე თქმით, არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძე როგორც დედის, ასევე ძმის მხრიდან იყო აგრესიის მსხვერპლი.
საია-ში განმარტავენ, რომ გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებული ფაქტები არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მასალებში ექსპერტიზის ორი დასკვნაა წარმოდგენილი.
"დასკვნების თანახმად, გარდაცვალების დღეს ლუკას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებულ სისხლში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მეორე ექსპერტიზის ფარგლებში ლუკას სისხლის ნიმუშის აღება მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სისხლში აღმოჩნდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ფსიქოტროპული ნივთიერებები დიაზეპამი და ნორდაზეპამი, რომლებიც მას სამედიცინო დანიშნულებით გაუკეთდა კლინიკაში მიყვანის შემდგომ. [...] ექსპერტიზის დასკვნით ასევე უარყოფითია პასუხი ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით", — აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მოსიაშვილი საზოგადოებაში ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობის ფორმირებას და ამ გზით საკუთარი კლიენტის ინტერესების დაცვას ცდილობს. საია მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოქმედება ეწინააღმდეგება ადვოკატის ეთიკის ნორმებს.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები