რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი კვლავ პრობლემურია — EMC
EMC-ის ახალი კვლევის მიხედვით, რელიგიური უმცირესობებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის არარსებობა, მათ საკუთარი ისტორიული ძეგლების დაცვისა და სათანადო გამოყენების უფლებას ართმევს. ასევე, სადავოდ გამხდარი საკულტო ნაგებობების ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობა კვლავ პრობლემურია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევები კვლავ უცვლელად დარჩა და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რაიმე წინსვლა ამ მიმართულებით არ შეინიშნება.
EMC-ის კვლევის თანახმად, ამის საპირისპიროდ, ბოლო წლებში ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სტანდარტების გაუარესების ნიშნები ჩანდა, რაც სხვადასხვა საკონსტიტუციო ინიციატივასა და წინადადებაში გამოიხატა. ესენია:
- კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი წინაპირობების დაუშვებელი გაფართოების მცდელობა;
- სამხედრო სამსახურისგან სასულიერო პირების გათავისუფლების წესის დისკრიმინაციული ცვლილების შემოტანის მცდელობა;
- ზოგიერთი მუსლიმური რელიგიური ატრიბუტის აკრძალვასთან დაკავშირებული წინადადება;
- რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღება და ა.შ.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების ძირითადი ძალისხმევა ხელისუფლებისგან მომდინარე ამ ნეგატიური ინიციატივების შეკავებისკენ იყო მიმართული.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების უთანასწორო პრაქტიკა მართლმადიდებლურ ეკლესიას და რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს და მათი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოყენების იარაღად აქცევს. EMC-ში აღნიშნავენ, რომ ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ წინასაარჩევნო პერიოდში ჩანს.
"4 რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების სუბსიდირების რეჟიმში წარმართვა, რომლითაც სახელმწიფო დეტალურად თავად განსაზღვრავს დაფინანსების მიზნობრიობას და ფინანსების ხარჯვის შემოწმების ბერკეტებსაც იტოვებს, სახელმწიფოს მხრიდან მცირე რელიგიური ორგანიზაციების შიდა საქმეებში ჩარევისა და კონტროლის რისკებს აჩენს", — წერია კვლევაში.
კვლევამ აჩვენა, რომ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, კვლავ გამოწვევად რჩება. როგორც კვლევაშია მითითებული აღნიშნული სააგენტოს საქმიანობა, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში უხეში ჩარევისა და კონტროლის ინტერესებს რომელიც იმთავითვე ავლენდა. EMC-ში აღნიშნავენ, რომ სააგენტოს, რომელიც პრემიერმინისტრის უშუალოდ დაქვემდებარების ქვეშ მოქმედებს და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით პოლიტიკის წარმართვის ექსკლუზიური მანდატი აქვს, არც ერთი პოზიტიური ინიციატივა ან გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ წლებში მათი საქმიანობა, ჭარბი ბიუროკრატიული რესურსების მიუხედავად, შეუმჩნეველი იყო.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები