ადამიანები სიმართლეს გრძნობენ, "ოცნება" მათ მოტყუებას ვეღარ შეძლებს — ბადრი ჯაფარიძე.
ლელოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუს მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის იპოდრომის უსასყიდლოდ გადაცემას გამოეხმაურა.
ჯაფარიძის თქმით, "ოცნებას" აქვს სურვილი, ზარზეიმით წარმოაჩინოს ამბავი, რომ ფონდმა ქართუმ მერიას იპოდრომი დაუბრუნა. თუმცა, მისივე განმარტებით, დედაქალაქის მაცხოვრებლებს საქმე აქვთ მორიგ წინასაარჩევნო ხრიკთან.
"ფონდ ქართუს მიერ იპოდრომის ვითომ დედაქალაქისთვის ჩუქება არის ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა. თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდს და მის პარტიას, ამისთვის ჰქონდათ მთელი რვა წელი და მათ არაფერი გააკეთეს.
ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერმა ზუსტად ისე უპატრონეს იპოდრომს, როგორც საქართველოს ამ 8 წელიწადში. ახლა კიდევ აქვთ მცდელობა და სურვილი, ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ. თითქოს, ახლა შეძლებენ იპოდრომის მოვლას, ისე, როგორც გაავერანეს ლაგუნა ვერე და კიდევ არაერთი აქტივი თბილისსა და მთელ საქართველოში.
წლების განმავლობაში ეს უმნიშვნელოვანესი ტერიტორია — რეკრეაციული ზონა მთელი თბილისისთვის და საბურთალოსთვის იყო მიგდებული. ახლა, არჩევნების წინ, თითქოს დიდი მნიშვნელოვანი ჟესტი გაკეთდა მათი მხრიდან. სინამდვილეში, ეს არის მორიგი ხრიკი, კიდევ ერთხელ ვამბობ, წინასაარჩვენო ხრიკი, რომ იქნებ ამ დაპირების საფუძველზე მაინც ვინმე წამოეგოს მორიგ ფანდზე და ამით ისარგებლოს ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ლელოს გენერალური მდივნის თქმით, ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება. ადამიანები არჩევენ ყალბს და ორიგინალს ერთმანეთისგან და არჩევნებზეც შესაბამისად იმოქმედებენ.
"ადამიანები ხედავენ და გრძნობენ, როგორ "უვლის" ქვეყანას "ოცნება" — როგორ გაავერანეს ის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული ზონა და ასევე, როგორი მოუვლელია უმნიშვნელოვანესი ლაგუნა ვერე ყველა ჩვენგანისთვის, ყველა თბილისელისთვის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ქართული ოცნებისგან და ივანიშვილისგან, იმისათვის, რომ დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. საბურთალოზე ქართული ოცნება მარცხდება, სერგეენკო მარცხდება, ეს უკვე თვალსაჩინოა და დღევანდელი ხრიკიც ამას ემსახურება, იქნებ როგორმე შეაჩერონ ქართული ოცნების დამარცხების შეუქცევადი პროცესი", — აცხადებს ჯაფარიძე.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები