ვიღაცას უნდა აწმყოს შენარჩუნება, ვიღაცას უნდა წარსულში დაბრუნება, ჩვენ გვინდა წინსვლა — ბაქრაძე
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძესთან ერთად, თბილისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარტიის სხვა ლიდერები — სერგი კაპანაძე და ირაკლი აბესაძე. ევროპული საქართველოს წევრებმა მოსახლეობას გააცნეს პარტიის გარდამტეხი ცვლილებების გეგმა.
დავით ბაქრაძის თქმით, იმ კრიზისს, რომელიც დღეს ქვეყანაშია, სჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ — არ დატოვებს აწმყოში და არ დააუბრუნებს წარსულში.
"ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, იმიტომ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორად; იმიტომ, რომ არ იქმნება სამუშაო ადგილები და მატულობს უმუშევრობა; იმიტომ, რომ ოჯახებს არ აქვთ შემოსავალი და იზრდება ფასები; იმიტომ, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჭირს თავის გატანა და ოჯახის შენახვა; იმიტომ, რომ ჩვენს ქუჩებში დაბრუნდა კრიმინალი, რომელიც დამარცხებული იყო. ძალიან ბევრი მიზეზი დაგროვდა, რის გამოც ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და ყველა ეს ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება უნდა მოიტანოს 31 ოქტომბრის არჩევნებმა.
ვინ შეიძლება მოიტანოს ეს ცვლილებები? გუნდმა, რომელსაც აქვს ხედვა და გამოცდილება. გუნდმა, რომელსაც გაუკეთებია საქმე. ჩვენ დღეს ვართ არჩევანის წინაშე, დავტოვოთ აწმყო, რადგან არის ერთი მხარე, რომელიც გვეუბნება, რომ დავტოვოთ აწმყო, ეს ჭაობი, რომელშიც დღეს ვართ და ყველაფერი კარგად არის. ჩვენი არჩევანი არ იქნება აწმყოს და ჭაობის დატოვება, მაგრამ ასევე მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენი არჩევანი არ იქნება 2012 წელში დაბრუნება. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ წარსულზე, კარგზეც და ცუდზეც, მაგრამ, თუ გვინდა უკეთესობა, წინსვლა, ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ. ვიღაცას უნდა 2019 წელი, ვიღაცას უნდა 2012 წელი, ჩვენ კი გვინდა 2021 წელი, რომელიც იქნება უკეთესი, ვიდრე ყველა სხვა წელი.
სწორედ ამ 2021 წელმა უნდა მოიტანოს ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაქვს გეგმაში: 100 000 სამუშაო ადგილის შექმნა, თითოეული ოჯახისთვის დაზოგილი 2000 ლარი და შემცირებული გადასახადები, გაორმაგებული პენსია, სოციალური და დევნილთა დამხარება, დამარცხებული კრიმინალი და ფეხზე დამდგარი დამოუკიდებელი სასამართლო, მეტი ქონებისა და ძალაუფლების გადაცემა ხალხისათვის. დიახ, ჩვენი მთავარი პრინციპია: ნაკლები ფული, კეთილდღეობა და ძალაუფლება მთავრობას და მეტი ფული, შემოსავალი და კეთილდღეობა ხალხს — აცხადებს ბაქრაძე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
კომენტარები