სადაც შესაძლებელია, იმუშავეთ დისტანციურად — გახარია

ფოტო: ქართული ოცნება
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა კერძო ორგანიზაცია იქნება თუ საჯარო, იქ, სადაც შესაძლებელია, სამსახურები დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდნენ. გახარიას თქმით, როგორ სრულდება პროტოკოლი ამა თუ იმ ორგანიზაციებში, კომპანიის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობა იქნება.
"იქ, სადაც ჩვენი რომელიმე თანამშრომელი არის ინფიცირებულის კონტაქტი, რა თქმა უნდა, მაშინვე უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გადავიდეს თვითიზოლაციაში", — განაცხადა გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 348.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში დაფიქსირდა, თბილისში — 111, ხოლო იმერეთში — 91.
ამასთან, 25 ახალი შემთხვევაა სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში — 8; ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში 5-5, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში — 2-2.
სულ კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 5 235 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა — 62.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 655 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 230 პირი მკურნალობს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები