არ გაბედოთ დაჯარიმება, ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, ძალადობა — ჩიხლაძე კალაძეს
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები განაგრძობენ საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით ხელმოწრების შეგროვებას. ჩიხლაძის თქმით, დედაქალაქის მერის მხრიდან ძალადობის განმეორების შემთხვევაში პარტიისგან მიიღებენ ხალხმრავალ პროტესტს მერიასთან.
სერგო ჩიხლაძე კალაძეს ურჩევს დადგეს მოქალაქეების სამსახურში და შეეშვას ახალგაზრდების ცემა-ტყეპასა და ცალკეული საბანკო თუ სამშენებლო ბიზნესის ლობირებას.
"სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი და ჩვენი ახალგაზრდები ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით . უკვე შეგროვებულია 80 000 ხელმოწერა და მერიის მხრიდან, პირადად ბატონი კალაძის მხრიდან ხელის შეშლისა და ძალადობის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ხალხისთვის სამსახურს. მაგრამ, თუ კვლავ გაგრძელდება დაჯარიმებები, ხელის შეშლა, ძალადობა ბატონი კალაძის მხრიდან, ჩვენ ვპირდებით მას ძალიან მკაცრს პასუხს — ის მიიღებს ძალიან დიდ პროტესტს თავის ოფისთან, მერიასთან, როგორც ეს იყო ორი დღის წინ.
მივმართავ პირადად ბატონ მერს, შეეშვას ცალკეული ბანკების, ცალკეული თავისი ბიზნესების, მათ შორის, სამშენებლო ბიზნესების ლობირებას, მფარველობას და დადგეს საკუთარი მოქალაქეების სამსახურში. ჩვეულებრივ კითხვარებს ვავსებთ, ნებისმიერი ადამიანი რომ გავიდეს და კითხვარი შეავსოს ქუჩაში, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ აპოლიტიკური, მას დააჯარიმებენ? მას თავპირს დაამტვრევენ? ახოხიალებენ ასფალტზე? არა, მაგრამ როგორც კი საქმე შეეხო საბანკო სესხებს, სესხებზე მაღალი პროცენტების ჩამოწერას, იქ მაშინვე გამძვინვარდა კალაძის ზონდერ ბრიგადები, გავეშებული მოვარდა მერიის სამსახური და ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებს თავპირი დაალეწეს. რატომ? იმიტომ, რომ, ეს ეხება უშუალოდ მათ ინტერესებს, ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების ფინანსურ ინტერესებს, ბატონ კალაძის ინტერესებს და სხვა მაღალჩინოსნების ინტერესებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, არ გაბედოთ არც დაჯარიმება, არც ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, ძალადობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ძალიან მკაცრ და ხალხმრავალ პროტესტს თქვენს ოფისთან, მერიასთან", — განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები