2020 წლის 8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ბატონი ფაიდ გულიევი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებით, საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

გუშინ, 7 ოქტომბერს, ილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოში სომხეთის ელჩის ინიციატივით შედგა. ხანმოკლე შეხვედრის დროს საუბარი ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.