ხელისუფლების მიერ საქმის ფაბრიკაცია სამოქალაქო მშვიდობისთვის საფრთხეს ქმნის — ბოკერია საზღვარზე
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანთან საზღვრის თემაზე საქმის ფაბრიკაცია საქართველოში სამოქალაქო მშვიდობისთვის საფრთხეს ქმნის, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამღვივებლებს საზრდოს აძლევს, მეზობელ ქვეყანასთან კი დამატებით პრობლემებს გვიქმნის.
მისივე განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრება "ივანიშვილის რეჟიმის უმბდაბლესი სტანდარტებითაც კი სამარცხვინო შემთხვევაა".
"ამ ორ ადამიანს ედავებიან იმას, რაც არ მომხდარა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო შეთანხმება დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთში არაა მიღწეული. ის რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ ბრალდება აბსურდულია, ყველამ იცის, თავად ხელისუფლების შიგნითაც.
მაშინ როცა ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ომი მიმდინარეობს, ხელისუფლების მხრიდან ამ თემაზე საქმის ფაბრიკაცია, საქართველოში სამოქალაქო მშვიდობისთვის საფრთხეს ქმნის, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამღვივებლებს საზრდოს აძლევს, მეზობელ ქვეყანასთან კი დამატებით პრობლემებს გვიქმნის.
ამ საქმეში ძალიან გამჭვირვალედ ჩანს ივანიშვილის ხელისუფლების თანამშრომლობა ღიად პროპუტინურ ჯგუფებთან. ეს თემა მათი მეშვეობით შეიქმნა და ისინი სრულ ჰარმონიაში მოქმედებენ როგორც პროკურატურასთან ისე ქართული ოცნების პროპაგანდასთან.
რუსეთი ივანიშვილის ხელისუფლების დასახმარებლად და საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის დასარღვევად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურადაა ჩართული. ტყუილისა და აბსურდის ნიაღვარი, რომელსაც ივანიშვილის ყოველთვის ასაზრდოებდა, ახლა სრულადაა მომართული ამ თემის ასატაცებლად", — წერს ბოკერია.
მისივე თქმით, ამ შეთითხნილი საქმით ოპოზიციის დემონიზება და მათ მიმართ სიძულვილის კამპანიის წარმოება მიმდინარეობს, ნაყალბევი მაგრამ უმძიმესი ბრალდებით - ქვეყნის ღალატი. მიზანი იგივეა - პოლარიზაცია, რითაც "ამომრჩეველს კვლავ ცრუ, შავ-თეთრ არჩევანს უხატავს ივანიშვილის პროპაგანდა".
საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა მიესაჯათ. მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 ოქტომბერს დაიწყო.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.
მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორია.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების საქმეს ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყანისთვი 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
საქმის აღძვრის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებმა მელაშვილისა და ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები