ხელისუფლებას შეეძლო რეკომენდაცია გაეცა — კახიძე ქუთაისში სავაჭრო ცენტრების დაჯარიმებაზე
ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობი კანდიდატი, ოთარ კახიძე და პარტიის მერობის კანდიდატი ქუთაისში, ამირენ ძოწენიძე, ხელისუფლების მიერ სავაჭრო ცენტრებზე ჯარიმების გამოწერას ეხმიანებიან.
როგორც კახიძე ამბობს, ხელისუფლებამ, იმის ნაცვლად, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სავაჭრო ცენტრები გააფრთხილოს, მათ ჯარიმებს უწერს, რითაც კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს აკარგვინებს ადამიანებს.
"ივანიშვილის მავნებელმა ხელისუფლებამ დააჯარიმა ქუთაისში ორი სავაჭრო ცენტრი და ასევე დაიკეტა მესამე სავაჭრო ცენტრი ქარვასლა. ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქუთაისის ეკონომიკა, რომელიც ტურიზმის სექტორის გაჩერების გამო არის ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ, ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები და პრაქტიკულად ქალაქში თუ რაიმე მუშაობს, ეს არის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები, სადაც ადამიანები არიან დასაქმებული და თავის ოჯახებს არჩენენ, ხელისუფლების რაღაც უაზრო რეგულაციებით და დრაკონული ჯარიმებით, არიან დახურულები და უმძიმეს მდგომარეობაში.
ხელისუფლებას შეეძლო გამოეყენებინა რეკომენდაციის ფორმა, გაფრთხილების ფორმა, მაგრამ მათ 10 000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სავაჭრო ცენტრებს.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყონებლივ გააუქმოს ეს ჯარიმები და ადამიანების სამუშაო ადგილებს გაუფრთხილდნენ, აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ასე მოქმედი ხელისუფლება არ შეიძლება, რომ დავტოვოთ კვლავ ძალაუფელბაში და 31 ოქტომბერს ჩვენ უნდა გამოვუტანოთ პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის მავნებელ მთავრობას", — განაცხადა ოთარ კახიძემ.
ამირან ძოწენიძემ ამბობს, რომ 31 ოქტომბერს ამ ანტიადამიანურ და მავნებლურ პოლიტიკას აუცილებლად დაესმევა წერტილი.
"საქმე ის არის, რომ ქუთაისში სწორედ ეს რამდენიმე სავაჭრო ცენტრი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს. ამ სიტუაციაში, როდესაც ისედაც ბევრი სამუშაო ადგილია დაკარგული, ამ გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან, ძალიან მავნებლური და ანტიადამიანური, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
მინდა ვუთხრა ქუთაისის მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს ამ ყველაფერს ერთად უნდა დავუსვათ წერტილი", — განაცხადა ამირან ძოწენიძემ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები