წინასაარჩევნოდ კვლავ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება — საქართველოს მედია-კლუბი
საქართველოს მედია-კლუბის ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგის დროს დაფიქრებულ დარღვევებს 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. თუმცა, ვინაიდან 1 სექტემბრამდე, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ფაქტები არ ქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარ საარჩევნო გარემოს, აღნიშნული ფაქტები მონიტორინგის ანგარიშში აისახა. მონიტორინგი, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის — საქართველოს მედია კლუბის პროექტის — წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი — ფარგლებში ხორციელდება.
ორგანიზაციის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის, აგრეთვე, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების ფაქტები, რაც საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების დარღვევაა. კერძოდ, გამოვლენილია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეხვედრებში მონაწილეობის 1 და მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების 3 ფაქტი.
მათი განცხადებით, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სამსახურეობრივი მანქანით მივიდა. მარნეულში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან (რუსთაველის 67), საკრებულოს კუთვნილი ავტომანქანა დაფიქსირდა.
"ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციით, მანქანა საკრებულოს თავმჯდომარეზე, ამირან გიორგაძეზეა მიმაგრებული. გარდა ამისა, პოლიტიკური გაერთიანება ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აკაკი ბობოხიძის შტაბის უფროსმა, დავით ჭავჭანიძემ საქართველოს მედია-კლუბს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრებზე, მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისას, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გერასიმე მჟავანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვალერი ბახტაძე სამსახურებრივი მანქანებით გადაადგილდებიან", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოს მედია-კლუბმა გამოავლინა, აგრეთვე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების — სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის 4 ფაქტი.
კერძოდ, მათი თქმით, 26 სექტემბერს გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან, დავით სონღულაშვილმა დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, აგრეთვე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 278 467 ლარით დაფინანსდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მანამდე, 7 სექტემბერს, სონღულაშვილი, ასევე, დაესწრო დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებას, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ესწრებოდნენ.
ამავე დღეს სონღულაშვილი, ასევე, დაესწრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში გამართულ ტრადიციულ ტურნირს ქართულ ჭიდაობაში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტურნირი მუნიციპალური ა(ა)იპ-ის, გურჯაანის სპორტული გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.
მედია-კლუბის ინფორმაციით, 8 სექტემბერს, ქალაქ დმანისში, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ტატუაშვილთან ერთად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ახალი სკვერის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მედია-კლუბი რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, გამიჯნონ საჯარო სამსახურისა და პოლიტიკური პარტიის მიზნები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებები/პროგრამები/პროექტები არ გამოიყენონ საარჩევნო/პარტიული მიზნებისთვის და გამოიყენონ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებები კანონის შესაბამისად.
აგრეთვე, მიმართავს საარჩევნო სუბიექტებს/კანდიდატებს, დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებები საკუთარი საარჩევნო/პოლიტიკური მიზნებისთვის.
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები